ProductTank Tbilisi-ის მესამე შეხვედრა ტექნოპარკში გაიმართება
ნავიგატორი
2564

ProductTank Tbilisi-ის მესამე შეხვედრა ტექნოპარკში გაიმართება

ProductTank Tbilisi-ის მესამე შეხვედრა 2019 წლის 25 აპრილს, ხუთშაბათს, 19:00 საათზე ტექნოპარკში გაიმართება. (ინოვაციების ქუჩა 7, ოქროყანა).

ProductTank-ი არაფორმალური შეხვედრების სერიაა, სადაც იკრიბებიან ადგილობრივი პროდაქთ ქომუნითის წამომადგენლები. ყოველთვიური სერიების ფარგლებში ProductTank მასპინძლობს სტარტაპ დამფუძნებლებს, პროდუქტ მენეჯერებს, დიზაინერებსა და დეველოპერებს, რომლებიც თავიანთ გამოცდილებას დამსწრე საზოგადოებას თბილისის სხვადასხვა მულტიფუნქციურ სივრცეში უზიარებენ.

შეხვედრების სერია 2010 წელს ლონდონში დაიწყო და დღეს უკვე მთელი მსოფლიოს მასშტაბით 175 ქალაქს აერთიანებს.

ProductTank Tbilisi-ის მესამე შეხვედრის სპიკერები არიან:

  • კოტე ხუციშვილი, Adjarabet-ის პროდუქტების განვითარების ხელმძღვანელი, სასაუბრო თემა: "ანალიტიკის როლი პროდუქტების განვითარებაში"

  • ბაჩო ბარნაბიშვილი, UX დიზაინერი, საქართველოს ბანკი, სასაუბრო თემა: "დიზაინის პროცესი სტარტაპისთვის: UI/UX დიზაინის მნიშვნელობა MVP-ის შექმნისას"

შეხვედრის სამუშაო ენაა ქართული. ღონისძიების დამთავრების შემდეგ გაგრძელდება საქმიანი "ნეთვორქინგი", სადაც შესაძლებელია ახალი მეგობრისა და ბიზნეს პარტნიორის გაცნობა.

ProductTank-ზე დასწრება ყოველთვის უფასოა, მაგრამ საჭიროებს წინასწარ რეგისტრაციას, რომლის გავლაც შესაძლებელია ამ ლინკზე.

შეხვედრა ორგანიზებულია Tbilisi Startup Bureau-სა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო / GITA-ს მიერ.

24-04-2019

წყარო: on.ge

21-03-2019

„ინტერესის საგანს მალთაყვის რეაბილიტაციის პროექტის ფინანსური დოკუმენტაცია წარმოადგენს“ - ფოთის მერია საგამოძიებო სამსახურის შესვლაზე

04-04-2019

Black Sea Arena-ს ახალი დირექტორი ჰყავს

27-08-2019

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საქართველოს გამოცდილებისა და მიღწეული შედეგების გაცნობის მიზნით, საქართველოს მსოფლიოს წამყვანი ენტომოლოგები სამეცნიერო მისით სტუმრობენ

19-04-2019

ტოკიოში საერთაშორისო გამოფენაზე ქართული ღვინის კომპანიები მონაწილეობენ

სიახლეების გამოწერა

Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ