|
| 2172 |
|---|
პრობლემები თბილისის მეტროპოლიტენში - გვირაბებში ელექტროსისტემის შეცვლა იგეგმება
| მეტროს გვირაბებში ელექტროსისტემის შეცვლა იგეგმება. ამისათვის აზიის განვითარების ბანკმა 15 მილიონი დოლარი გამოყო. თბილისის მეტროსადგურში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით დამატებით განმარტებებს სატრანსპორტო კომპანიაში აკეთებენ. „აღნიშნული მეურნეობა სამწუხაროდ მოძველებულია და ქალაქ თბილისის მერია მნიშვნელოვან ინვესტიციებს ახორციელებს. დაგეგმილია სარეაბილიტაციო სამუშაოები. კონკრეტულად ამ ძალოვან კაბელების თემასთან დაკავშირებით ქალაქ თბილისის მერმა გააკეთა განცხადება, რომ უკვე დადებულია ხელშეკრულება. ეს არის აზიის განვითარების ბანკის ფინანსებით. დაახლოებით 15 მილიონი დოლარი არის გამოყოფილი და უახლოეს თვეებში დაიწყება უშუალოდ სამუშაოები,“- განაცხადა სატრანსპორტო კომპანიის დირექტორმა გიორგი შარკოვმა.
|

25-04-2019
წყარო: rustavi2.ge
|
14-03-2019 2015-2018 წლებში მაღალხარისხიანი რძის წარმოება ორჯერ გაიზარდა |
|---|
|
12-06-2019 შოდი – იაპონური კალიგრაფია |
|
25-02-2019 12-მა ქართულმა კომპანიამ საკვები და სასმელი პროდუქციის წამყვან საერთაშორისო გამოფენაში „Gulfood 2019” მიიღო მონაწილეობა. |
|
30-04-2019 რა? სად? როდის? პარლამენტის შესახებ |