|
| 2198 |
|---|
დიდ ბრიტანეთში ქართული ქვევრის ღვინის მუზეუმი გაიხსნა
| ერთ წელზე მეტი მოსამზადებელი სამუშაოების შედეგად, 17 აპრილს, გაერთიანებულ სამეფოში ქართული ქვევრის ღვინის პირველი მუზეუმი და მარანი გაიხსნა პლამტონის სოფლის მეურნეობის კოლეჯის ტერიტორიაზე. პროექტის ინიციატორი ბრიტანული კომპანიის „Aritisan Cru“ დამფუძნებელი, ქართველი თანამემამულე ჰენრი მჭედლიშვილი გახლავთ, რომელმაც თავისი ჩანაფიქრი პლამტონის კოლეჯის, სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს და ბრიტანულ-ქართული სავაჭრო პალატის მხარდაჭერით, ასევე ქართული ღვინის კომპანიის „შუმის მეღვინეობის“ სპონსორობით განახორციელა. მუზეუმი და მარანი ხელს შეუწყობს კოლეჯის სტუდენტებისთვის ქვევრის ღვინის დაყენების ტექნოლოგიის სწავლისა და პრაქტიკული გამოცდილების მიღებაში. მუზეუმისა და მარნის გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ელჩმა თამარ ბერუჩაშვილმა, რომელმაც საპატიო სტუმრის სტატუსით კოლეჯის ტერიტორიაზე საფერავის ყურძნის ჯიშის ვაზი დარგო. მუზეუმის დათვალიერება და მარანში დაყენებული ქვევრის ღვინის დეგუსტაცია შესაძლებელია ყოველ შაბათ-კვირას 12:00 და 15:00 საათზე. მუზეუმი სტუმრებს ტრანსპორტირებით უზრუნველყოფასაც სთავაზობს. მსურველებმა წინასწარი რეგისტრაციისთვის მიმართეთ მეილზე: contact@bgcc.org.uk. |

30-04-2019
წყარო: სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო
|
26-10-2022 ლიტერატურული კონკურსი უფროსკლასელთათვის |
|---|
|
22-05-2023 Roster of Photographers |
|
13-01-2023 თიბისი კონცეპტის და Coaching Lab-ის პარტნიორობის ფარგლებში, ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის: „ბიზნეს ქოუჩინგი: ლიდერობის ახალი პარადიგმა" მეორე ნაკადი იწყება |
|
22-03-2019 პაშა ბანკმა ტყის საერთაშორისო დღე გარემოსდაცვითი აქტივობით აღნიშნა |