ექსპერტი: დასტურდება, რომ თიბისი ბანკი ხაზარაძეს $17 მლნ–ს ედავება
ნავიგატორი
2117


ექსპერტი: დასტურდება, რომ თიბისი ბანკი ხაზარაძეს $17 მლნ–ს ედავება

„თიბისი ბანკის“ მიერ მამუკა ხაზარაძისგან ცნობილი 17 მილიონის ოფშორებიდან დაბრუნების მოთხოვნის საკითხზე სასამართლოში შეტანილ სარჩელს ექსპერტი საბანკო–საფინანსო საკითხებში გიორგი ცუცქირიძე ვრცელ პოსტს უძღვნის.

„დღეს მამუკა ხაზარაძემ დაადასტურა რამდენიმე დღის წინ გასული "რეპორტიორის“ ექსკლუზიური ინფორმაცია, რომ „თიბისი ბანკმა“ სასამართლოს სარჩელით მიმართა და ოფშორულ კომპანიაზე გადამისამართებული ცნობილი 17–მილიონიანი სესხის დაბრუნება მოითხოვა.

კერძოდ, ხაზარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში "თიბისი ბანკსა" და "მარტელო გრუპ ლიმიტედს" შორის დავა მიმდინარეობს. სწორედ "მარტელო გრუპ ლიმიტედი" ფიგურირებს პროკურატურაში "თიბისი ბანკის" საქმეზე დაწყებული გამოძიების საქმეში. დღეისთვის, ის "თიბისი ბანკში" სადაო 17 მილიონი დოლარის სესხის ვალდებულების შემსრულებლად მიიჩნევა.

ნიშანდობლივია, რომ ამ რეზონანსულ საქმეზე ცოტა ხნის წინ PWC დასკვნით დაიმსხვრა მორიგი მითი "თი ბი სი ბანკის" მიმართ პოლიტიკურ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებით. როგორც PWC -ის მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან გავიგეთ, კომპანია დეტალურად გაეცნო რა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 2018 წლის 19 ნოემბერს “თიბისი ბანკის” შესახებ მიღებულ დასკვნას, რომელიც 2008 წლის განმავლობაში განხორციელებულ ტრანზაქციებს და ბანკის დაჯარომებას ეხება დაასკვნა, რომ აღნიშნული ჯარიმა სწორად იყო აღრიცხული. განცხადებაში ხაზგასმულია, რომ საკითხის შესწავლისას კომპანიის აუდიტორებმა გამოითხოვეს და შეისწავლეს ბანკში დაცული მასალები, ამასთან სამუშაო შეხვედრები გამართეს ბანკის აუდიტის კომიტეტთან და გაეცნენ იმ მიდგომას, რომელიც ბანკის დამოუკიდებელმა დირექტორებმა აღნიშნული საკითხის მიმართ გაატარეს

მე, ჩემს წინა პოსტში ავღნიშნე კიდეც, რომ ეს არის ამ რეზონანსული და ლამის პოლიტიკურად საჯილდაო ქვად ქცეული საქმის ფაქტობრივად კვანძის გახსნა. ფულის სესხებით ამ თანხის ბანკის კაპიტალში შეტანა, არ არის დანაშაული, მაგრამ სესხის გაცემის და შემდეგ მისი ჩამოწერის ბანკის მხრიდან განხორციელებული პროცედურა, არის საზედამხედველო მარეგულირებელი ნორმების დარღვევა და ადმინისტრაციული დანაშაული, რასაც თი ბი სი ბანკიც დაეთანხმა და გადაიხადა კიდეც ჯარიმა მილიონის სახით, ასევე დადასტურდა პროკურატურის მხრიდან საქმის წარმოების სამართლებრივი საფუძველიც, მაშინდელი მთავარი აქციონერების მიმართ, რაც სულ მცირე სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს ატარებს!;

ამ საქმის პოლიტიკური მდგენელი კი იმაში მდგომარეობდა, რომ დღეს ამ საკითხის განხილვისას ოპოზიციური სპექტრის და თავად ბანკის ყოფილი მთავარი აქციონერების მხრიდან რატომღაც 11 წლის წინანდელ ტრანზაქციაზეა ხდებოდა ხაზგასმა და არც თუ შემთხვევით შედარებით ნაკლები ყურადღება ექცევა იმ ფაქტს, რომ ამ ოპერაციის კვლავ საეჭვოდ „გაცოცხლება“ და ვალდებულებების ოფშორულ კომპანიაზე გადაფორმება მოხდა ხუთი წლის შემდეგ, 2012 წელს, ბანკის დირექტორატის წევრის მონაწილეობით, როდესაც ამ თავის მხრივ წარმოეშვა ბანკის აღნიშნული აქციონერებისაგან თანხის მოთხოვნის უფლება და ბუნებრივია, დამატებითი კითხვებიც აქ ჩნდებოდა.

როგორც ჩანს, თიბისი ბანკის უცხოელი აქციონერები ამ კონკრეტულ ტრანზაქციასთან დაკავშირებით არსებული კითხვების ლეგიტიმურობაში დარწმუნდნენ, რის შემდეგაც მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ეღიარებინათ დარღვევა, ასევე ეროვნული ბანკის მიერ თიბისი ბანკისთვის დაკისრებული მილიონლარიანი ჯარიმის გადახდასა და ბანკის მმართველობიდან ხაზარაძე-ჯაფარიძის ჩამოშორების მოთხოვნას დათანხმებოდნენ.

ასევე გამოჩნნდა , რომ ცნობილი „მუქარის წერილის“ ერთგვარ ჯოკერად გამოყენების მცდელობაც სხვა არაფერი იყო თუ არა შეტევაზე გადასვლის მცდელობა და როგორც ვაჭრობა და შანტაჟი, დროის დეფიციტის შესაქმნელად და ამ თემის გადაფარვისათვის;

აღნიშნული პროცესი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძის მხრიდან საკითხის პოლიტიზირებისა და ხელისუფლების მხრიდან ბანკზე ზეწოლად გასაღების მცდელობა, სრული აბსურდი იყო.

თუკი აქამდე ვინმეს ხაზარაძე-ჯაფარიძის მიმართ არსებულ გამოძიებაზე რაიმე კითხვის ნიშნები ჰქონდა, კერძო თუ პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოყენებას ცდილობდა, თიბისის მიერ სასამართლოსთვის მიმართვამ, და ოფშორში რეგისტრირებული კომპანიისგან 17 მილიონის ბანკისთვის დაბრუნების მოთხოვნამ ყველა ეჭვი გაფანტა და გამოძიების მართებულობა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

ფაქტია, რომ ახლა რიგ ძალებს პასუხის მოთხოვნა არა ხელისუფლების, არამედ თიბისისთვის მოუწევთ“, – წერს გიორგი ცუცქირიძე.

02-05-2019

წყარო: pia.ge

20-02-2019

თურქეთიდან იმპორტი 6.4%-ით გაიზარდა, საქართველოდან თურქეთში ექსპორტი კი 24%-ით შემცირდა

24-05-2023

სტრესის მართვის კურსი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის მონაწილეთა მიღებას იწყებს

02-05-2019

მარცვლეულის და შროტის ტრანსპორტირების ტარიფები 52%-ით შემცირდა

02-04-2019

სურსათის მაღაზიებში ამბობენ, რომ მოსახლეობა ნაგვის პარკებს იმარაგებს

02-04-2019

სურსათის მაღაზიებში ამბობენ, რომ მოსახლეობა ნაგვის პარკებს იმარაგებს

20-02-2019

თურქეთიდან იმპორტი 6.4%-ით გაიზარდა, საქართველოდან თურქეთში ექსპორტი კი 24%-ით შემცირდა

24-05-2023

სტრესის მართვის კურსი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის მონაწილეთა მიღებას იწყებს

02-05-2019

მარცვლეულის და შროტის ტრანსპორტირების ტარიფები 52%-ით შემცირდა


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ