|
| 2116 |
|---|
გიორგი შენგელია: ანაკლიის პორტი აუცილებლად აშენდება
| ზუგდიდის მერობის კანდიდატმა, გიორგი შენგელიამ, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან და საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელთან ირაკლი ჩიქოვანთან ერთად ანაკლიის პორტის ტერიტორია დაათვალიერა. მერობის კანდიდატის განცხადებით, ანაკლიის პორტის მშენებლობა აუცილებლად მოხდება და ამის გარანტისახელმწიფოა. "ანაკლიის პორტის მშენებლობა არის მნიშვნელოვანი არამარტო ჩვენთვის, ზუგდიდისთვის, არამედ მთელი რეგიონისა და ქვეყნისთვის. იმაზე საუბრები, რომ პორტი არ აშენდება, მტკნარი სიცრუეა: ანაკლიის პორტი აშენდება და ამის გარანტი არის სახელმწიფო. ანაკლიის პორტი არის ჩვენი მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების გარანტი. ეს მოგვიტანს ბევრ ეკომომიკურ ბენეფიტებს, დასაქმდება ადგილობრივი მოსახლეობა და შემოვა ინვესტიციები” – განაცხადა გიორგი შენგელიამ. მერობის კანდიდატმა ტერიტორია ანაკლიის კონსორციუმის რეგიონულ დირექტორთან ანზორ მანწკავასთან ერთად დავათვალიერა. |

02-05-2019
წყარო: pia.ge
|
31-05-2019 ირაკლი კოვზანაძე: საპენსიო რეფორმას ალტერნატივა არ გააჩნია, ჩვენ ექსპერიმენტების დრო არ გვაქვს |
|---|
|
03-07-2019 თბილისის მერია „გალტ ენდ თაგარტთან“ პარტნიორობით ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებისთვის სემინარს გამართავს |
|
11-04-2019 ივანე მაჭავარიანი მრავალმხრივი საინვესტიციო გარანტიების სააგენტოს ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა |
|
13-03-2019 ტოკიოში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართება |