ეროვნულმა ბანკმა თბილისში 25 სავალუტო ჯიხურს რეგისტრაცია გაუუქმა
ნავიგატორი
2701


ეროვნულმა ბანკმა თბილისში 25 სავალუტო ჯიხურს რეგისტრაცია გაუუქმა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დედაქალაქის მასშტაბით, მიმდინარე შემოწმებების ფარგლებში,"ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის"მოთხოვნათა დარღვევების გამო, ვალუტის გადამცვლელ 25 პუნქტს რეგისტრაცია გაუუქმა, ხოლო 10 პუნქტს ფულადი ჯარიმა დააკისრა. აღნიშნულ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

დედაქალაქის ტურისტულ ზონებში მდებარე სავალუტო პუნქტები მომხმარებლებს სათანადოდ არ აწვდიდნენ ინფორმაციას ვალუტის გადაცვლის ოპერაციების შესახებ. კერძოდ, სავალუტო პუნქტებს არ ჰქონდათ მითითებული ინფორმაცია საყურადღებო კურსის შესახებ, რითაც მომხმარებელი შეგნებულად შეჰყავდათ შეცდომაში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების საქმიანობის რეგულირების სრულყოფისა და მომხმარებელთა ინტერესების მაქსიმალურად დაცვის მიზნით,

სავალუტო პუნქტები ვალდებულნი არიან მომსახურების გაწევისას მომხმარებელს მიაწოდონ სრული ინფორმაცია როგორც ვალუტის საყურადღებო გაცვლითი კურსისა და მომსახურების საკომისიოს (ასეთების არსებობის შემთხვევაში) ოდენობის, ისე განხორციელებული ოპერაციის 30 წუთში გაუქმების შესაძლებლობის შესახებ. ასევე, მომხმარებელს უნდა მიეწოდოს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ტრანზაქციის გაუქმება შესაძლებელია ქვითრის მიღებიდან 30 წუთის განმავლობაში, თუ ტრანზაქციის მოცულობა არ აღემატება 5 000 ლარს ან მის ეკვივალენტს უცხოურ ვალუტაში.

„საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც, პერიოდულად, შეამოწმებს და მიიღებს შესაბამის ზომებს მომხმარებელთა უფლებების დასაცავად და ვალუტის გადამცვლელი პუნქტების საქმიანობის კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად. ეროვნული ბანკი კიდევ ერთხელ მოუწოდებს მომხმარებლებს, ვალუტის გადაცვლის ოპერაციის განხორციელებისას გამოიჩინონ განსაკუთრებული ყურადღება და ტრანზაქციის შესრულებამდე გადაამოწმონ გაცვლით კურსთან და მომსახურების საკომისიო გადასახადთან დაკავშირებული ინფორმაცია. იმ შემთხვევაში, თუ თვლით, რომ თქვენი უფლებები დაირღვა, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ საქართველოს ეროვნული ბანკის ცხელ ხაზზე - 2 406 406 ან მოგვწეროთ - cp@nbg.gov.ge“, - ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

02-05-2019

წყარო: allnews.ge

25-06-2019

საჰაერო გზით შემოსული რუსი ტურისტების წვლილი ქართულ ეკონომიკაში მხოლოდ 0.5%-ია - ISET

24-04-2019

გამოფენა ქართველი პროდუქტ დიზაინერებისთვის

25-07-2019

მესტიის მუნიციპალიტეტში სათემო მობილიზაციის შეხვედრები დასრულდა (ENPARD III მესტია)

27-05-2019

პირველად, 26 მაისს დამოუკიდებლობის დღეს, მსჯავრდებულების მიერ პენიტენციურ დაწესებაში მოყვანილი ყვავილების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. 

27-05-2019

პირველად, 26 მაისს დამოუკიდებლობის დღეს, მსჯავრდებულების მიერ პენიტენციურ დაწესებაში მოყვანილი ყვავილების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. 

25-06-2019

საჰაერო გზით შემოსული რუსი ტურისტების წვლილი ქართულ ეკონომიკაში მხოლოდ 0.5%-ია - ISET

24-04-2019

გამოფენა ქართველი პროდუქტ დიზაინერებისთვის

25-07-2019

მესტიის მუნიციპალიტეტში სათემო მობილიზაციის შეხვედრები დასრულდა (ENPARD III მესტია)


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ