|
| 2434 |
|---|
საქართველოში რძის და ხორცის წარმოება გაიზარდა, კვერცხის კი შემცირდა
| საქართველოში რძის და ხორცის წარმოება გაიზარდა, კვერცხის კი შემცირდა. ამის შესახებ აღნიშნულია სტატისტიკის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. წინასწარი მონაცემებით, 2018 წლის IV კვარტალში წარმოებულია 87.0 მლნ ლიტრი რძე, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 4.6 პროცენტით აღემატება (83.2 მლნ ლიტრი). ამასთან, 2018 წლის რძის წარმოების წლიური მაჩვენებელი 532.0 მლნ ლიტრით განისაზღვრა, რაც 0.7 პროცენტით აღემატება 2017 წლის შესაბამის მაჩვენებელს (528.4 მლნ ლიტრი). 2018 წლის IV კვარტალში წარმოებულია 22.9 ათასი ტონა ხორცი, რაც 2017 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 9.6 პროცენტით აღემატება. 2018 წელს ხორცის წლიური წარმოების მოცულობა 67.0 ათასი ტონით განისაზღვრა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 1.2 პროცენტით აღემატება. 2018 წლის IV კვარტალში წარმოებულია 146.7 მილიონი ცალი კვერცხი, რაც წინაწლის ანალოგიურ მაჩვენებელს 2.9 პროცენტით ჩამორჩება. |

20-02-2019
წყარო: bpn
|
21-02-2019 2018 წელს საავტომობილო ზეთების ყველაზე მსხვილი მომწოდებელი ირანია |
|---|
|
16-03-2023 საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა 2023-2024 |
|
08-04-2019 საქართველოში უძრავი ქონების რეგისტრაცია 19,9%-ით შემცირდა |
|
07-05-2019 კატარში სასტუმროს აუზში ცურვის გამო უკრაინის რადის სპიკერის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო |