საქართველოში წარმოებული ხის სახლები ევროკავშირის ქვეყნებში გაიყიდება
ნავიგატორი
5334


საქართველოში წარმოებული ხის სახლები ევროკავშირის ქვეყნებში გაიყიდება

“2020 წლისთვის კომპანია kohi.ge-ის მიერ წარმოებული ხის კოტეჯები, საცხოვრებელი სახლები და მინი სასტუმროები, ევროკავშირის ბაზარზე გაიყიდება”, – ამის შესახებ Kohi.ge-ის დამძფუძნებელმა ირაკლი ლომიძემ გადაცემა “საქმიან დილაში” განაცხადა.

მისი თქმით, კომპანიის მთავარი სამიზნე პირველ ეტაპზე სამხრეთ ევროპული ქვეყნებია.

“ხის სახლები ევროკავშირის ბაზარზე საკმაოდ მოთხოვნადია, გამომიდნარე იქედან, რომ ქვეყანაში მიგრანტების და მათი განთავსების მიმართულებით სერიოზული პრობლემებია, ხოლო ჩვენ მათ ვთავაზობთ კომფორტულ, კეთილმოწყობილ სახლს, 4-5-ჯერ იაფად, ვიდრე ჩვენი კონკურენტები. ამიტომაც ვფიქრობ, ღირსეულ კონკურენციას გავუწევთ ევროპულ კომპანიებს”, – განაცხადა ირაკლი ლომიძემ.

კომპანიის მთავარი უპირატესობა არის ის, რომ ყველა სახლს საამქროში აწყობენ და დანიშნულების ადგილზე მზა სახით მიაქვთ. ძირითადი მოთხოვნა კი, საკურორტო ზონებზე იგრძნობა.

“ჩვენ არ ვართ დამოკიდებული ამინდზე, რადგან ნაკვეთზე მშენებლობა არ ხდება, ყველა დეტალი საამქროში მუშავდება, ადგილზე მხოლოდ მზა მასალას ვამონტაჟებთ. ამიტომაც კონსტრუქცია ბევრად უფრო ზუსტად იწყობა და ხარისხის დონეც გამორჩეულია. რაც შეეხება სამშენებლო ვადებს, ეს დამოკიდებულია კოტეჯის ზომაზე, მაგალითად, 30 კვ/მ ზომის კოტეჯის აწყობას 14 დღე სჭირდება, მონტაჟს კი ორი დღე. ხოლო სახლის ექსპლუატაციის ვადა დაახლოებით, 50 წელია”, – აღნიშნა ლომიძემ.

კომპანიის დამფუძნებლის თქმით, საქართველოს ბაზარზე 1 კვ.მ-ის ფასი 400-დან 600 ლარამდეა, ევროპაში კი ფასი იმატებს, რადგან ტრანსპორტირებისა და განბაჟების ხარჯები ემატება. საქართველოში წარმოებასთან ერთად კომპანია ევროპული სერტიფიკატის ასაღებად ემზადება.

03-05-2019

წყარო: infonews.ge

02-04-2019

დაგროვებითი საპენსიო სისტემის დატოვების სურვილი 1000-მდე ადამიანმა გამოთქვა

24-04-2019

ProductTank Tbilisi-ის მესამე შეხვედრა ტექნოპარკში გაიმართება

17-07-2019

რა უნდა ვიცოდეთ Airbnb და Booking.com-ის შესახებ

15-04-2019

ფულადი გზავნილების მოცულობა 4.5%-ით გაიზარდა

15-04-2019

ფულადი გზავნილების მოცულობა 4.5%-ით გაიზარდა

02-04-2019

დაგროვებითი საპენსიო სისტემის დატოვების სურვილი 1000-მდე ადამიანმა გამოთქვა

24-04-2019

ProductTank Tbilisi-ის მესამე შეხვედრა ტექნოპარკში გაიმართება

17-07-2019

რა უნდა ვიცოდეთ Airbnb და Booking.com-ის შესახებ


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ