|
| 2867 |
|---|
ბიზნესი კრიმინალის ზრდაზე – „ეკონომიკა არ გვაქვს, ის ქურდი მშიერია და ყველაფერზე მიდის“
| თბილისშიც და მთლიანად საქართველოშიც ბიზნესის დაყაჩაღების ასობით ფაქტი ფიქსირდება: „საქართველოს ბანკისა“ და „თიბისი ბანკის“ ფილიალი, „ჯეოსელის“ ოფისი, „სვოჩის“ მაღაზია, მაღაზიათა ქსელი „ბეკო“, „ტექნობუმი“, „ორი ნაბიჯი“, „მეგატექნიკა“ — ეს იმ ობიექტების არასრული ჩამონათვალია, რომელიც ძალიან ხშირად კრიმინალისა და დაყაჩაღების ობიექტი ხდება. გაზრდილ კრიმინალს ადასტურებს სტატისტიკის სამსახურის მონაცემებიც, თუმცა პრემიერ-მინისტრმა ეს ფაქტი დათვლის მეთოდოლოგიური ცვლილებით ახსნა. ამ თემაზე ყურადღება დღეს “საპარლამენტო საათის ფარგლებში შს მინისტრმა გიორგი გახარიამაც გაამახვილა. „კომერსანტი“ დაინტერესდა და ბიზნესმენებს შემდეგი კითხვით მიმართა: აფერხებს თუ არა მათ საქმიანობაზე ქვეყანაში გაზრდილი კრიმინალი და რა რჩევას მისცემდნენ შინაგან საქმეთა მინისტრს?
90-იანი წლების შემდეგ მსგავსი შემთხვევები არ ახსენდება ჰოლდინგური კომპანია „ვაკე-5“-ისა და „ალბატროს ჯგუფის“ დამფუძნებელ დავით ბეგიაშვილს. მისი განცხადებით, ქვეყანაში, განსაკუთრებით კი დედაქალაქში კრიმინოგენული სიტუაცია მკვეთრად გაუარესებულია, ეს კი ბიზნესზე, ინვესტიციებზე საკმაოდ ნეგატიურად ისახება.
2018 წლის იანვარ-ნოემბერში სამართალდამცველმა ორგანოებმა საქართველოში 53 637 დანაშაული აღრიცხეს. აქედან 18 467 (34%) გახსნეს. წინა წლის ამავე პერიოდში კი ქვეყანაში 33 931 დანაშაული დარეგისტრირდა, გაიხსნა – 18371 (54%). 2018 წლის პირველ 11 თვეში, საგრძნობლად გაიზარდა თითქმის ყველა ტიპის დანაშაული. მათ შორის 123.68%-ით – დანაშაული სიცოცხლის წინააღმდეგ, 100.29%-ით – დანაშაული ჯანმრთელობის წინააღმდეგ, 253.63%-ით – დანაშაული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების წინააღმდეგ, 61.76%-ით – დანაშაული ოჯახისა და არასრულწლოვნის წინააღმდეგ, 81.75%-ით – დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ, ხოლო 26.47%-ით – დანაშაული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ. |

03-05-2019
წყარო: infonews.ge
|
01-05-2019 თბილისის ყველა რაიონში კვირაში 2-3 დღე გარევაჭრობა სპეციალურ ადგილებზე უფასო იქნება |
|---|
|
12-09-2022 მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება დაიწყო |
|
10-05-2019 ნათია თურნავასთან შეხვედრა იყო დროული და სასარგებლო - იოსებ არჩვაძე |
|
23-12-2022 საუნივერსიტეტო ონლაინ კურსი – „არაძალადობრივი მოძრაობების სტრატეგიები – სამოქალაქო და სოციალური კამპანიების ანალიზი“ |