ეროვნულმა ბანკმა საკოლექციო მონეტა გამოუშვა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საფოსტო მარკის 100 წლის საიუბილეოდ საკოლექციო მონეტა გამოუშვა. 5 ლარის ნომინალის ვერცხლის საკოლექციო მონეტა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა წარადგინა.

მონეტა პოლონეთის ზარაფხანაში მოიჭრა, მისი სარეალიზაციო ფასი 90 ლარია და გაყიდვა 2019 წლის 6 მაისიდან დაიწყება. 1919 წლის 26 მაისს, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების პირველის წლისთავის აღსანიშნავად, მიმოქცევაში გამოვიდა პირველი ქართული ეროვნული საფოსტო მარკა 10 კაპიკის ნომინალით.

ამ თარიღს ეროვნული ბანკი 5 ლარის ნომინალის ვერცხლის მონეტის გამოშვებით გამოეხმაურა.