ივანე მაჭავარიანი - აზიის განვითარების ბანკმა გამოხატა მზაობა, სრულად დააფინანსოს რიკოთის მონაკვეთის მშენებლობა
ნავიგატორი
1746

ივანე მაჭავარიანი - აზიის განვითარების ბანკმა გამოხატა მზაობა, სრულად დააფინანსოს რიკოთის მონაკვეთის მშენებლობა

აზიის განვითარების ბანკმა გამოხატა მზაობა, სრულად დააფინანსოს რიკოთის დარჩენილი მონაკვეთის მშენებლობა, რომელზედაც სამუშაოები წელს დაიწყება, – ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანისა და აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტის, შიქსინ ჩენის (Shixin Chen) შეხვედრაზე აღნიშნა.

უწყების ინფორმაციით, აზიის განვითარების ბანკის წლიური შეხვედრის ფარგლებში გამართულ მოლაპარაკებებზე, მხარეებმა მიმოიხილეს ბანკის მხარდაჭერილი საინვესტიციო პროექტების მიმდინარეობა, მათ შორის აქცენტი გაკეთდა რიკოთისა და ქვეშეთი-კობის მონაკვეთების მნიშვნელობაზე.

„აზიის განვითარების ბანკმა, კიდევ ერთხელ გამოთქვა მზადყოფნა, გახდეს საქართველოს პარტნიორი განათლების სფეროს რეფორმის პროცესში, დაგვეხმაროს ეკონომიკური რეფორმების მხარდამჭერი ახალი პროგრამების განხორციელებაში, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

ასევე, საუბარი შეეხო საქართველოში ბანკის ყოველწლიური შეხვედრის ორგანიზების შესაძლებლობას. აღინიშნა, რომ ქვეყანას უკვე გაკეთებული აქვს ოფიციალური განაცხადი 2021 ან 2022 წელს უმასპინძლოს მსგავს მასშტაბურ ღონისძიებას.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა პოზიტიურად შეაფასეს აღნიშნული პერსპექტივა და აღნიშნეს, რომ საქართველოს, რომლის ეკონომიკაც ბოლო წლებში სტაბილურად ვითარდება, აქვს ყველა შესაძლებლობა, საკუთარი გამოცდილება გაუზიაროს აზიის განვითარების ბანკის (ADB) წევრ ბევრ აზიურ ქვეყანას.

07-05-2019

წყარო: 1tv.ge

04-03-2019

საქართველოს ბანკი მარტში ქალ მეწარმეებს განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს

28-02-2019

IMF - 2019 წელს საქართველოს ეკონომიკის 4.6 პროცენტიან ზრდას ველით

02-04-2019

2019 წლის 27-დან 29 ივნისის ჩათვლით, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, ქართულ კომპანიებს შესაძლებლობა მიეცემათ მონაწილეობა მიიღონ ერთ-ერთ ყველაზე უმსხვილეს საერთაშორისო გამოფენაში - IGF 2019

02-05-2019

ვითიბი ბანკის თასზე საცხენოსნო ტურნირი გაიმართება

სიახლეების გამოწერა

Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ