|
| 1996 |
|---|
საქართველოში სავალუტო ფონდის ახალი წარმომადგენელი სელიმ ჩაკირი იქნება
| საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) ახალი წარმომადგენელი სელიმ ჩაკირი იქნება, რომელიც მოქმედ წარმომადგენელს, ფრანსუა პეშოს მიმდინარე წლის ივნისის ბოლოს შეცვლის. თურქ ეკონომისტ სელიმ ჩაკირს სავალუტო ფონდსა და საერთაშორისო ბანკებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ჩაკირი თურქული ბანკის, TEB (Türk Ekonomi Bankası) მთავარი ეკონომისტი იყო, მუშაობდა „ბიენპი პარიბაშიც“ (BNP Paribas). ჩაკირი უკვე თბილისშია და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან ერთად შეხვედრებს მართავს. მისიას მერსედეს ვერა-მარტინი ხელმძღვანელობს. მისიის ვიზიტის ფარგლებში საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები იმართება. |

07-05-2019
წყარო: 1tv.ge
|
10-04-2019 პროდუქტები, რომელსაც ვყიდულობთ და ვყიდით რუსეთში |
|---|
|
11-03-2019 საქართველოს უმსხვილესი პირდაპირი ინვესტორი ქვეყნები |
|
13-05-2019 „ჭკვიანი“ საწარმო, რომელიც მოსახლეობას უდაბნოში პომიდვრის მოყვანაში ეხმარება |
|
16-08-2022 მარნეულსა და ლაგოდეხში ახალი სასათბურე მეურნეობის მოსაწყობად, ქალების მხარდასაჭერი პროგრამა იწყება |