|
1455 |
---|
ცვლილება, რომელიც შესაძლოა, ავტომობილის გამონაბოლქვთან დაკავშირებით ამოქმედდეს - საქართველოში ევრო 4-ზე დაბალი სტანდარტის ავტომობილების იმპორტის აკრძალვა იგეგმება
საქართველოში ევრო 4-ზე დაბალი სტანდარტის ავტომობილების იმპორტის აკრძალვა იგეგმება. მსგავსი საკანონმდებლო ცვლილების მომზადების მიზანშეწონილებაზე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი. შეგახსენებთ, რომ კომიტეტმა რამდენიმე დღის წინ თბილისში ჰაერის მდგომარეობის შესახებ თემატური მოკვლევის შედეგები გამოაქვეყნა. ცნობისთვის, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების პრობლემაზე რეაგირების მიზნით, კომიტეტმა 2018 წელს დაიწყო პარლამენტის ისტორიაში პირველი თემატური მოკვლევა, რომლის ფარგლებშიც შეიქმნა სამუშაო ჯგუფი. სამუშაო ჯგუფი საქართველოს პარლამენტის ყველა პოლიტიკური სუბიექტის წარმომადგენლისგან შედგებოდა. როგორც ანგარიშშია აღნიშნული, თემატური მოკვლევისას მიღებული ცნობებით, ასევე, სხვადასხვა სახელმწიფო უწყების მიერ მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ თბილისში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მთავარი მიზეზი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვია. ამასთან, დოკუმენტში ცალკეულ მოქალაქეთა მიწოდებული რეკომენდაციებიდან ორი შემოთავაზებაც არის შეტანილი. მათ შორის ერთ-ერთი გულისხმობს, საქართველოს საზღვრის გადმოკვეთისას, ასევე, განბაჟებისას ავტოსატრანსპორტო საშუალებათა გამონაბოლქვზე შემოწმებას. „მიზანშეწონილია მომზადდეს საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომლის მიხედვითაც დადგინდება ემისიის სტანდარტები იმპორტირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის და აიკრძალება ევრო 4-ზე დაბალი სტანდარტის ავტოსატრანსპორტო საშუალებათა იმპორტი საქართველოში. ამასთან, მნიშვნელოვანია გამონაბოლქვის საზომი მცირე ზომის პორტაბელური აპარატების შეძენა (რომელიც ფართოდ გამოიყენება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში), რითაც ადგილზევე შემოწმდება ავტოსატრანპორტო საშუალება, ვიზუალურად ხილვადი გამონაბოლქვის დაფიქსირების შემთხვევაში. იქიდან გამომდინარე, რომ ეს საკითხები უფრო მეტ დისკუსიას საჭიროებს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ (შემდგომში „გარემოს დაცვის სამინისტრო“), შინაგან საქმეთა სამინისტრომ და თბილისის მერიამ 2 თვის ვადაში წარუდგინოს გარემოს კომიტეტს ანალიზი და დადებითი/უარყოფითი დასკვნა ამ ორ საკითხთან დაკავშირებით,“-აღნიშნულია ანგარიშში. |
10-05-2019
წყარო: bpn.ge
06-09-2019 უმსხვილესმა ფრანგულმა ავიაკომპანიამ ყველა ფრენა გააუქმა |
---|
10-04-2019 Twitter-ის გენდირექტორმა შარშან ხელფასის სახით 1.4 დოლარი აიღო |
01-11-2022 გამოცხადდა იდეების საგრანტო კონკურსი დამწყები სოციალური საწარმოებისთვის |
11-04-2019 სეს-მა ოზურგეთში ბაღების მომმარაგებელ კომპანიას საწარმოო პროცესი შეუჩერა |