UP-start Bootcamp
ნავიგატორი
1808


UP-start Bootcamp

თუ გაქვს შემოქმედებითი ბიზნეს იდეა ან არ გაქვს იდეა, მაგრამ გინდა იპოვო პოტენციური პარტნიორები, ვისაც შენი უნარ-ჩვევები დასჭირდება მათი ბიზნეს იდეის განვითარებისთვის!!!

გაიარე რეგისტრაცია https://docs.google.com/…/1mP3F5i1xDqr7ax9LupRzgLO2DFQ…/edit

და გაიარე ინტენსიური ტრენინგი, განავითარე შენი ბიზნეს იდეა ან იპოვე პოტენციური გუნდი და გააცნობიერე თუ:

- როგორ უნდა გამოიყენო სხვადასხვა ბიზნეს მოდელი შენი ბიზნეს იდეის დახვეწისთვის; 
- როგორ უნდა შექმნა წარმატებული ბიზნესი;
- როგორ აღარ უნდა იყო დამქირავებელზე დამოკიდებული და საკუთარი ბიზნეს იდეის მეშვეობით, როგორ უნდა გახდე თვითდასაქმებული.
- როგორ უნდა დაგეგმო შენი ბიზნეს წარმატება.

თუ შენი ოთხდღიანი მონაწილეობა UP-Start Bootcamp-ში წარმატებული იქნება, შენ იქნები ის კანდიდატი, ვისაც მივიწვევთ 24 მაისის Up-Start Business Pitch Workshop-ის ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად.

გამარჯვებული გუნდები გამოვლინდებიან საგანგებოდ შერჩეული ჟიურის მიერ.

Up-Start Business Pitch Workshop-ს ჩაატარებენ ბრიტანელი ტრენერები. სამუშაო ენა - ინგლისური.

ამ ღონისძიების ფარგლებში, ჩვენ დაგეხმარებით, რომ შენ მონაწილეობა მიიღო ბრიტანეთის საბჭოს მიერ დაგეგმილ, დიდი იდეების კონკურსში, რომელში გამარჯვებული გუნდიც დაჯილდოვდება 25 000 ფუნტის სტერლინგით და გაემგზავრება ოქსფორდში სასწავლო ვიზიტით. დეტალები იხ. British Council Big Idea Challenge www.creativespark-bigidea.uk

პროექტის ორგანიზატორები არიან: თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, შემოქმედებითი საქართველო, Advantage Creative, Creative Solutions.

პროექტი Up-Start წარმოადგენს ბრიტანეთის საბჭოს შემოქმედებითი ნაპერწკლის ფარგლებში მიმდინარე პროექტს, რომლის მიზანიც გახლავთ ხუთი წლის მანძილზე საერთაშორისო დონეზე ინტენსიურად შეუწყოს ხელი საუნივერსიტეტო და ინსტიტუციურ პარტნიორობას, რათა დიდი ბრიტანეთის დახმარებით განავითარონ სამეწარმეო უნარ-ჩვევები და შემოქმედებითი ეკონომიკა.

https://www.facebook.com/events/449742032437821/

13-05-2019

წყარო: თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია

30-05-2019

სიგარეტიდან თუთუნზე გადასული მწეველები

26-01-2023

სასწავლო ინიციატივა, „ევროპული სოციალური დოკუმენტური კინო“ ქართული მედიის წარმომადგენლებს კონკურსში იწვევს

16-05-2019

საჯარო ლექცია

29-03-2019

USAID/Georgia G4G ულოცავს მე-5 ქალთა კონფერენციის ნომინაციებში გამარჯვებულ ქალბატონებს ანა გოგუაძეს

29-03-2019

USAID/Georgia G4G ულოცავს მე-5 ქალთა კონფერენციის ნომინაციებში გამარჯვებულ ქალბატონებს ანა გოგუაძეს

30-05-2019

სიგარეტიდან თუთუნზე გადასული მწეველები

26-01-2023

სასწავლო ინიციატივა, „ევროპული სოციალური დოკუმენტური კინო“ ქართული მედიის წარმომადგენლებს კონკურსში იწვევს

16-05-2019

საჯარო ლექცია


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ