|
| 1946 |
|---|
იანვარ-აპრილში საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2.3 პროცენტით გაიზარდა
| საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 2019 წლის იანვარ-აპრილში 3 860.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 2.3 პროცენტით მეტია. ასეთია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემები. საქსტატის ცნობით, აქედან, ექსპორტი 1 133.4 მლნ აშშ დოლარი იყო – 17.9 პროცენტით მეტი წინა წლის შესაბამის პერიოდზე, ხოლო იმპორტი 2 726.7 მლნ. აშშ დოლარი – 3.1 პროცენტით ნაკლები გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ამასთან, საანგარიშო პერიოდში უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2019 წლის იანვარ-აპრილში 1 593.3 მლნ აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.3 პროცენტი შეადგინა. საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები მიმდინარე წლის 20 მაისს გამოქვეყნდება. |

13-05-2019
წყარო: 1tv.ge
|
26-02-2019 მერსედეს ვერა-მარტინი: „საქართველოში მიმდინარე რეფორმები გაზრდის ეკონომიკის მდგრადობას, ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას და სამუშაო ადგილების შექმნას" |
|---|
|
11-03-2019 უცხოური ინვესტიციების მოცულობა ბოლო 5 წლის მინიმუმზეა |
|
02-04-2019 ნავთობმა ახალი კვარტალი გაძვირებით დაიწყო |
|
01-05-2019 დღეიდან საქართველოში ენერგეტიკული ბაზრის დერეგულირების ახალი ეტაპი დაიწყო |