|
| 1743 |
|---|
გორში ბიუჯეტის ფულით 17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღე აღინიშნება
| მაშინ, როცა მსოფლიო 17 მაისს ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს, გორში ბიუჯეტის ფულით ოჯახის სიწმინდის დღე აღინიშნება. კონცერტის ინიციატორი მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოა. სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი, გიორგი ქვათაძე On.ge-სთან საუბრისას ამბობს, რომ გადაწყვეტილება მერთან, კონსტანტინე თავზარაშვილთან შეთანხმებულია. "[ოჯახის სიწმინდის დღის აღსანიშნად] რატო არ უნდა დავხარჯოთ ბიუჯეტის თანხა?.. გამოცხადებულია ეს დღე ოჯახის სიწმინდის დღედ", — ამბობს ქვათაძე. ბიუჯეტიდან დახარჯული 3 600 ლარით გორის ერისთავის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში აჩიკო ნიჟარაძისა და ნათელა პერანიძის კონცერტის გამართვაა დაგეგმილი. 17 მაისი ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. 2013 წლის 17 მაისს ძალადობრივმა ჯგუფებმა, მათ შორის ანაფორით შემოსილმა პირებმა მშვიდობიანი აქცია დაარბიეს. ამის შემდეგ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა, ილია მეორემ 2014 წელს ეს დღე "ოჯახის სიწმინდის დღედ" გამოაცხადა. ბროშურაზე "ჩვენი ოჯახი ჩვენი ღირსებაა" ვკითხულობთ, რომ 17 მაისს დაგეგმილ გალა კონცერტზე იმღერებენ ნინო ქათამაძე, თამრიკო ჭოხონელიძე, ნატო მეტონიძე, აჩიკო ნიჟარაძე და სხვა შემსრულებლები. ასევე, იცეკვებს ნაციონალური ბალეტი სუხიშვილები. |

13-05-2019
წყარო: on.ge
|
03-03-2019 ბიზნესიდან მთავრობაში - მინისტრები, რომლებიც ბიზნეს სექტორიდან მოდიან |
|---|
|
24-04-2019 ევროკავშირი საქართველოში 3 ახალი გარემოსდაცვითი პროექტის განხორციელებას იწყებს |
|
02-04-2019 2019 წლის 27-დან 29 ივნისის ჩათვლით, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, ქართულ კომპანიებს შესაძლებლობა მიეცემათ მონაწილეობა მიიღონ ერთ-ერთ ყველაზე უმსხვილეს საერთაშორისო გამოფენაში - IGF 2019 |
|
29-05-2019 კოტე აფხაზის ქუჩაზე დღეიდან ახალი, მწვანე ავტობუსი იმოძრავებს |