|
| 1847 |
|---|
ბიტკოინის ღირებულება 11%-ით გაიზარდა
| აშშ-ში ბიტკოინის ღირებულებამ $7000 გადააჭარბა, - წერს Bloomberg-ი. გამოცემის ცნობით, ეს არის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2018 წლის სექტემბრის შემდეგ. კრიპტოვალუტის ბრუნვა გასულ შაბათ-კვირას გაიზარდა. კვირის ბოლოს სავალუტო ბირჟებზე ბიტკოინის ღირებულებამ $6957,73 შეადგინა, ვაჭრობა $ 7585 ნიშნულზე დაიხურა. მისი ღირებულება 11%-ით გაიზარდა. CNN-ის ანალიტიკოსების პროგნოზით 2019 წელს ბიტკოინის და სხვა კრიპტოვალუტების კურსი სტაბილური და აღმავალი იქნება. ბიტკოინის აღმავალი ტენდენცია მიმდინარე წლის გაზაფხულზე დაიწყო. 2019 წლის აპრილის დასაწყისში ბიტკოინის ფასი 1 საათში ბირჟებზე ვაჭრობისას 5 ათას დოლარამდე გაიზარდა, რამაც სხვა კრიპტოვალუტებზე მოთხოვნა გააჩინა. 2017 წლის რეკორდული ნიშნულიდან ($20.000) კრიპტოვალუტის ღირებულებამ მთლიანობაში 83%-ით იკლო. მისი ფასი 4 ათას დოლარს ჩამოსცდა. ბიტკოინის ფასი თავდაპირველად 1 ცენტზე ნაკლები იყო, 2017 წლის დეკემბერში კი მისმა ღირებულებამ $20 000-ს გადააჭარბა. 2018 წლის პროგნოზი უფრო ოპტიმისტურად გამოიყურებოდა, მაგრამ რეგულაციებმა ფასი 3-ჯერ შეამცირა. |

13-05-2019
წყარო: imedinews.ge
|
11-04-2019 საქართველოში წიაღით სარგებლობის წესებში ცვლილებები შევიდა |
|---|
|
10-04-2019 თუშეთის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება ახალ კომპანიას დაევალა |
|
16-11-2022 DataFest Tbilisi 17-19 ნოემბერს გაიმართება |
|
02-04-2019 ბათუმის მიმართულებით ახალი რეგულარული რეისები ინიშნება |