ფოთის პორტის მშენებლობის ტენდერში ქართულმა კომპანიებმა მონაწილეობა შესაძლოა, ვერ მიიღონ
ნავიგატორი
2225


ფოთის პორტის მშენებლობის ტენდერში ქართულმა კომპანიებმა მონაწილეობა შესაძლოა, ვერ მიიღონ

ქართული კომპანიები სავარაუდოდ, ფოთის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის ტენდერში ვერ მიიღებენ მონაწილეობას, - ამის შესახებ „პეის ჯგუფის“ დამფუძნებელმა ირაკლი კერვალიშვილმა „პეის ჯგუფის“ საზღვაო ტერმინალის მშენებლობის პროექტზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ამერიკის კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაცია OPIC-ს, რომელიც 50 მილიონი დოლარით აფინანსებს პროექტს, საკმაოდ მაღალი მოთხოვნები აქვს. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, ქართულ სამშენებლო კომპანიებს არ აქვთ ის გამოცდილება და კვალიფიკაცია, რაც მსგავსი მასშტაბის პროექტის განხორციელებას სჭირდება.

„უკვე მზად გვაქვს სატენდერო დოკუმენტაცია. ორ-სამ თვეში გამოვაცხადებთ ტენდერს, რის შედეგადაც გამოვავლენთ სამუშაოების შემსრულებელ კომპანიას. უკვე გამოთქვეს ინტერესი ნორვეგიულმა, ჰოლანდიურმა, თურქულმა სამშენებლო კომპანიებმა. ცხადია, შერჩეულ კომპანიას ქვეკონტრაქტორები დასჭირდება და ჩვენ იმ ქართულ კომპანიებს გავუწევთ რეკომენდაციას, რომლებთანაც აქამდე წარმატებით ვთანამშრომლობდით,“ - განაცხადა ირაკლი კერვალიშვილმა.

მისივე თქმით, ღრმაწყლოვანი ნავმისადგომი ფოთში 2020 წლის ბოლოს გვექნება.

ცნობისთვის, „პეის ჯგუფის“ საზღვაო ტერმინალის მშენებლობის პროექტი ჯამში 120 მლნ აშშ დოლარის ღირებულებისაა. ტერიტორია, სადაც „პეის ჯგუფი“ საპორტო ინფრასტრუქტურას ავითარებს, 25 ჰექტარს მოიცავს. ჯამში 700 მეტრამდე ნავმისადგომის მშენებლობა იგეგმება. თავად პორტი კი 12 მეტრი სიღრმის იქნება.

21-02-2019

წყარო: bpn

21-03-2019

გიორგი ქობულია - ბელორუსის მხარე მზად არის, გააძლიეროს ქართული პროდუქციის იმპორტი

22-08-2019

ექსპერტის მოსაზრება: გენდერული თანასწორობის მიღწევა გენდერული მონაცემების გარეშე შეუძლებელია

25-06-2019

დაკრედიტების მოცულობამ 27.6 მლრდ-ს გადააჭარბა

10-04-2019

ბიზნესის ფინანსური დადეგმვა

10-04-2019

ბიზნესის ფინანსური დადეგმვა

21-03-2019

გიორგი ქობულია - ბელორუსის მხარე მზად არის, გააძლიეროს ქართული პროდუქციის იმპორტი

22-08-2019

ექსპერტის მოსაზრება: გენდერული თანასწორობის მიღწევა გენდერული მონაცემების გარეშე შეუძლებელია

25-06-2019

დაკრედიტების მოცულობამ 27.6 მლრდ-ს გადააჭარბა


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ