აშშ ფოთის ტერმინალის მშენებლობას $50 მილიონით დააფინანსებს
ნავიგატორი
1721

აშშ ფოთის ტერმინალის მშენებლობას $50 მილიონით დააფინანსებს

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა ფოთის ტერმინალის მშენებლობას დააფინანსებს. კერძო საინვესტიციო კორპორაცია, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ერთ-ერთი წამყვანი ფინანსური ინსტიტუტია, ღრმაწყლოვანი პორტის - „პეის ტერმინალის“ მშენებლობაზე 50 მილიონ დოლარს გამოყოფს.

სესხის ხელშეკრულება ოფიციალურად ვაშინგტონში, ოპიკის (OPIC) სათავო ოფისში გაფორმდა. მას ხელი მოაწერეს „პეის ჯორჯიასა“ და ოპიკის ხელმძღვანელებმა. ოფიციალურ ცერემონიას ესწრებოდა საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი შეერთებულ შტატებში, დავით ბაქრაძე.

ფოთის ღრმაწყლოვანი პორტის ნავმისადგომების სიგრძე 650 მეტრი იქნება, ხოლო საერთო ტვირთგამტარიანობა 100 ათას კონტეინერს მიაღწევს. ოპიკში აცხადებენ, რომ ფოთის ტერმინალის შესაძლებლობები საქართველოს რეგიონულ ჰაბად ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს.

ოპიკს საქართველოში 600 მილიონი ამერიკული დოლარის ღირებულების 60-მდე პროექტი აქვს დაფინანსებული, თუმცა ფოთის ტერმინალის დაფინანსების მოცულობა უპრეცედენტოა.

16-05-2019

წყარო: imedinews.ge

24-11-2020

უცხოური საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა - FDI გრანტი

08-04-2019

ევროპის ყველაზე იაფიანი საზაფხულო კურორტი დასახელდა

06-09-2019

უმსხვილესმა ფრანგულმა ავიაკომპანიამ ყველა ფრენა გააუქმა

15-02-2019

კომპანია „ფერი“ კახეთში და ონში 365 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ჰესების კასკადის მშენებლობას გეგმავს

სიახლეების გამოწერა

Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ