კოტე აფხაზის ქუჩაზე დღეიდან ახალი, მწვანე ავტობუსი იმოძრავებს
ნავიგატორი
1936


კოტე აფხაზის ქუჩაზე დღეიდან ახალი, მწვანე ავტობუსი იმოძრავებს

ახალი, მწვანე MAN-ის მარკის ავტობუსები დღეიდან N71 მარშრუტზე გავიდნენ. აღნიშნული მარშრუტი მცირედით შეიცვალა და ავტობუსები ბარათაშვილის ქუჩისკენ უკვე კოტე აფხაზის (ყოფ. ლესელიძის) ქუჩის გავლით იმოძრავებენ. აქამდე კოტე აფხაზის ქუჩას ავტობუსები არ ემსახურებოდა.

უახლოეს პერიოდში კოტე აფხაზის ქუჩაზე დამატებით N50 და N55 ავტობუსებიც ივლიან. სამივე მარშრუტი დედაქალაქის გარეუბნებს ბარათაშვილის ქუჩასთან აკავშირებს: N71 – ვარკეთილიდან, N50 ვაზისუბნიდან, ხოლო N55 – წმ. ბარბარეს უბნიდან მოძრაობს.

ავტობუსებით მომსახურებისთვის კოტე აფხაზის ქუჩის 18, 32 და 47 ნომრებთან, ასევე თავისუფლების მოედანზე „საქართველოს ბანკის“ მიმდებარედ, გაჩერებები განისაზღვრა და შესაბამისი ნიშნები დამონტაჟდა.

როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის პირველი აგვისტოდან ლესელიძეზე ზონალურ-საათობრივიპარკირების ამოქმედება იგეგმება. ამიტომ, დედაქალაქის მერიამ ქუჩის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მომსახურების გაუმჯობესების გადაწყვეტილება მიიღო.

29-05-2019

წყარო: 1tv.ge

12-02-2020

საქართველოდან სილიკონ ველიზე ათამდე წარმატებული ქართული სტარტაპი გაემგზავრა

04-05-2019

ირანის ნავთობის მინისტრი OPEC-ის დაშლას ვარაუდობს

18-02-2019

„რეზონანსი" - 5 მარტს, შესაძლოა, ენგურჰესი გაჩერდეს, აფხაზეთს ჩაბნელება ემუქრება

26-03-2019

ევროკომისიამ Nike დააჯარიმა

26-03-2019

ევროკომისიამ Nike დააჯარიმა

12-02-2020

საქართველოდან სილიკონ ველიზე ათამდე წარმატებული ქართული სტარტაპი გაემგზავრა

04-05-2019

ირანის ნავთობის მინისტრი OPEC-ის დაშლას ვარაუდობს

18-02-2019

„რეზონანსი" - 5 მარტს, შესაძლოა, ენგურჰესი გაჩერდეს, აფხაზეთს ჩაბნელება ემუქრება


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ