|
| 1897 |
|---|
დაცული ტერიტორიების სააგენტომ ახალი გრანტი მიიღო
| დაცული ტერიტორიების სააგენტომ ახალი გრანტი მიიღო ► გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო განაგრძობს ტერიტორიული ადმინისტრაციების თანამშრომლებისთვის სოციალური პირობების გაუმჯობესებას. ამ მიზნით, ახალ საგრანტო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი, რომლის მიხედვითაც კავკასიის ბუნების ფონდი დაცული ტერიტორიების სააგენტოსთვის 278 400 ლარის ოდენობის გრანტს გამოყოფს. ► გრანტის ფარგლებში, დაცული ტერიტორიების დამატებით ათი ადმინისტრაციის 232 თანამშრომელს სახელფასო დანამატი დაენიშნება. შესაბამისად ტერიტორიული ადმინისტრაციების ყველა თანამშრომელი უზრუნველყოფილი იქნება გაზრდილი ხელფასით. ► დაცული ტერიტორიების სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს კავკასიის ბუნების ფონდთან. ამჟამად ფონდი 10 დაცულ ტერიტორიაზე საოპერაციო ხარჯების დაფარვას და მცირე ინფრასტრუქტურის განვითარებას უზრუნველყოფს. ► ხელშეკრულებას ხელი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძემ, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ვალერიან მჭედლიძემ და კავკასიის ბუნების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯორჯ ჯიაკომინმა მოაწერეს. |

29-05-2019
წყარო: Agency of Protected Areas (Georgia)
|
27-02-2019 "საზოგადოება და ბანკები": ქვეყანაში შეინიშნება სამუშაო ძალის კლების ტენდენცია |
|---|
|
13-06-2019 Ford-ი აშშ-ს ბაზრიდან მაღალი გამავლობის 1,2 მილიონ ავტომობილს გაიწვევს |
|
19-04-2019 სააღდგომოდ სპეციალისტებმა სავაჭრო ობიექტებზე კვერცხის ხარისხი შეამოწმეს |
|
15-05-2019 26 მაისის ღონისძიება გორში |