საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის თანაორგანიზებით, კახეთში საერთაშორისო რეგიონული ფორუმი ჩატარდა
ნავიგატორი
1795

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის თანაორგანიზებით, კახეთში საერთაშორისო რეგიონული ფორუმი ჩატარდა

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის თანაორგანიზებით, კახეთში, რეგიონული საინვესტიციო ფორუმი -,,მეტი ინვესტიცია საქართველოს რეგიონებს“ ჩატარდება. ღონისძიება 30 მაისს, 11:00 საათზე, ,,რედისონ ქოლექშენ წინანდლის მამულში“ გაიმართება. 

ფორუმის მიზანი, პოტენციური ინვესტირებისთვის კახეთის ეკონომიკური შესაძლებლობების გაცნობაა. ღონისძიების ფარგლებში, დაგეგმილია 3 პენელური სესიის ორგანიზება, რომელთა მთავარი მიმართულებებიც იქნება სოფლის მეურნეობა და საინვესტიციო შესაძლებლობები ტურიზმისა და განახლებადი  ენერგიისა და ბუნებრივი რესურსების სექტორებში.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართავს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი, რომელიც ღონისძიების ერთ-ერთი პანელის-,,კახეთის რეგიონი ეკონომიკური ზრდის კონცეფცია და საინვესტიციო შესაძლებლობები“-მოდერატორია. ფორუმს დაესწრებიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა,  საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და საქართველოს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე. 

კახეთის საერთაშორისო რეგიონულ საინვესტიციო ფორუმს, 20-ზე მეტი უცხოური და 150-მდე ქართული კომპანიის წარმომადგენელი დაესწრება.

ფორუმი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სააგენტოს “აწარმოე საქართველოში“, კახეთის გუბერნიისა და კახეთის რეგიონული განვითარების სააგენტოს ოფისის (DMO) მხარდაჭერით ტარდება. 

29-05-2019

წყარო: gcci.ge

11-04-2019

ივანე მაჭავარიანი მრავალმხრივი საინვესტიციო გარანტიების სააგენტოს ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

26-01-2023

მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამა

11-11-2022

ფერმერებს „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის“ პროგრამის დეტალები გააცნეს

25-05-2023

გახდი საქართველოს ბანკის სტიპენდიატი და გაემგზავრე აშშ-ში სასწავლებლად

სიახლეების გამოწერა

Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ