ფოთში ახალი საზღვაო ნავსადგურის სამშენებლო სამუშაოები $250 მილიონად შეფასდა
ნავიგატორი
1862


ფოთში ახალი საზღვაო ნავსადგურის სამშენებლო სამუშაოები $250 მილიონად შეფასდა

ქალაქ ფოთში ახალი საზღვაო ნავსადგურის მშენებლობა იწყება. პროექტის პირველი ეტაპის სამუშაოების ღირებულება 250 მილიონი ამერიკული დოლარია. ამის შესახებ ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს. ნებართვა ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტომ გასცა.

„აშენდება 1640 გრძივი მეტრი სიგრძის ახალი დამცავი მოლი და 700 გრძივი მეტრი სიგრძის ღრმაწყლოვანი ნავმისადგომი. ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგური შეძლებს არსებულ გამტარიანობასთან ერთად უზრუნველყოს დამატებით 9 მილიონი ტონა ნაყარი/გენერალური ტვირთისა და 500 000 TEU -ს გადამუშავებას წელიწადში. ფოთის ნავსადგურის მშენებლობა 160 წლის წინ დაიწყო და მას შემდეგ მსგავსი მასშტაბის პროექტი ქალაქ ფოთში არ განხორციელებულა.ახალი ნავსადგურის მშენებლობის სამუშაოები განხორციელდება ევროპული ინვესტიციებით. სიახლე მნიშვნელოვანია როგორც ქალაქისა და ქვეყნის ეკონომიკის განვითარების, ასევე დასაქმების კუთხით“, - აღნიშნულია ფოთის მერიის ინფორმაციაში.

ფოთის მერი გოჩა კურდღელია აღნიშნულ ფაქტს სს“კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურის" გენერალურ დირექტორს კლაუს ლაურსენს და ნავსადგურის თითოეულ თანამშრომელს ულოცავს: 

„დღეს ჩვენი მთავარი საზრუნავია ხელი შევუწყოთ ახალი ნავსადგურის მშენებლობას, სწორად დავგეგმოთ ქალაქის სივრცითი განვითარების პრიორიტეტები, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სარკინიგზო და საავტომობილო ინფრასტრუქტურის სწრაფი განვითარება“ - აღნიშნავს ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია.  

30-05-2019

წყარო: imedinews.ge

14-10-2022

გრანტები სახელმწიფოთაშორის საგამოძიებო ჟურნალისტიკაში მომუშავე გუნდებისთვის

10-04-2019

საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი შემცირდა

04-08-2019

რომელი კომპანიების აქციების ფასი გაიზრდება?

25-03-2019

საპენსიო სააგენტო საინვესტიციო საბჭოს წევრებს ეძებს - ხელფასი $60,000 დოლარია

25-03-2019

საპენსიო სააგენტო საინვესტიციო საბჭოს წევრებს ეძებს - ხელფასი $60,000 დოლარია

14-10-2022

გრანტები სახელმწიფოთაშორის საგამოძიებო ჟურნალისტიკაში მომუშავე გუნდებისთვის

10-04-2019

საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი შემცირდა

04-08-2019

რომელი კომპანიების აქციების ფასი გაიზრდება?


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ