ივანე მაჭავარიანი აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრების შემსწავლელი მისიის ხელმძღვანელს შეხვდა
ნავიგატორი
1711

ივანე მაჭავარიანი აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრების შემსწავლელი მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი აზიის განვითარების ბანკის (ADB) სამდივნოს უფროსს, ევგენი ჟუკოვს შეხვდა.

ბანკის შემფასებელი მისია საქართველოში ბანკის წლიური შეხვედრის ორგანიზებასთანდაკავშირებულ შესაძლებლობებს გაეცნო.

როგორც ცნობილია, საქართველომ უკვე გააკეთა ოფიციალური განაცხადი აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიურიშეხვედრისა და ბიზნესფორუმის თბილისში გამართვის თაობაზე.

ივანე მაჭავარიანმა სტუმარს მადლობა გადაუხადა შემფასებელი მისიის ვიზიტის ორგანიზებისთვის და კიდევ ერთხელ აღნიშნა,რომ თბილისში მსგავსი მასშტაბის ღონისძიების ჩატარება, მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება საქართველომ კიდევ ერთხელწარმოაჩინოს საკუთარი შესაძლებლობები და განხორციელებული რეფორმები.

შეხვედრაზე აზიის განვითარების ბანკის სამდივნოს ხელმძღვანელმა დადებითად შეაფასა საქართველოს პოტენციალი დააღნიშნა, რომ ქვეყანას აქვს კარგი შესაძლებლობა, მაღალ დონეზე უმასპინძლოს აღნიშნულ ფორუმს.

აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრის თბილისში ჩატარების თაობაზე წინადადება ფინანსთა მინისტრმა, ივანემაჭავარიანმა აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტთან, ტაკეჰიკო ნაკაოსთან და ბანკის დირექტორებთან აზიის განვითარებისბანკის 52-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში გამართული მოლაპარაკებების დროსაც დააყენა.

სწორედ აღნიშნული შეხვედრის შემდეგ, თბილისში ჩამოვიდა ბანკის შემფასებელი მისია, რომლის დროსაც მისიის წევრებმადაათვალიერეს ყოველწლიური შეხვედრის გამართვისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა, გამართეს შეხვედრები სხვადასხვა საჯაროუწყების წარმომადგენლებთან.

ვიზიტის შედეგებს შემფასებელი მისია აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს წარუდგენს, რომელმაც უნდა მიიღოსსაბოლოო გადაწყვეტილება აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრის საქართველოში ჩატარების თაობაზე.

30-05-2019

წყარო: pia.ge

15-02-2019

სატრანსპორტო დარგების მიერ გადაზიდული ტვირთების მოცულობა 2018 წელსაც შემცირდა

20-01-2023

მეორე საერთაშორისო კონფერენცია "ადრეული განათლება და ზრუნვა" 2023 წლის 8 – 9 ივნისს გაიმართება

13-01-2023

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ქუთაისის აეროპორტში ანაზღაურებად სტაჟირებას აცხადებს

11-04-2019

საქართველოში ვირის რძით საპნების წარმოება დაიწყო - როგორია ბებიის რეცეპტით დამზადებული პროდუქციის ფასი

სიახლეების გამოწერა

Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ