|
| 1792 |
|---|
აშშ-ის ყველაზე ძვირადღირებული სახლის ქირაობა თვეში $1,5 მილიონი ღირს
| ლოს-ანჯელესში მდებარე აგარაკი აშშ-ის უძრავი ქონების ბაზარზე ყველაზე ძვირადღირებულ საცხოვრებლად დასახელდა. Mansion Global-ის ინფორმაციით, სახლის ყოველთვიური იჯარის ფასი 1,5 მილიონი დოლარია. აგარაკი ბელ-ეირის პრესტიჟულ რაიონში მდებარეობს. მთავარი სახლის საერთო ფართობი 3000 კვადრატულ მეტრს აღემატება. საცხოვრებელი ფართის გარდა მას ასევე აქვს ღვინის მარანი, კინოდარბაზი და ერთი ოთახის ზომის მაცივარი. სახლში ასევე 20 სველი წერტილი, სპორტდარბაზი, მასაჟის ოთახი და დიდი აუზია. 2018 წელს აგარაკი 180 მილიონ დოლარად იყიდებოდა, თუმცა მას მყიდველები არ გამოუჩნდა. აგარაკის ქირაობის შემთხვევაში მის ახალ ბინადარს ყოველი დღე 50 ათასი დოლარი, ყოველი საათი კი 2000 დოლარზე მეტი დაუჯდება. |

31-05-2019
წყარო: imedinews.ge
|
05-06-2019 IPM - 2019 წელს ქვეყნის, როგორც ძირითადი, ისე რეგიონული ბიუჯეტების შევსების ერთ-ერთ მთავარ წყაროდ სათამაშო ბიზნესი სახელდება |
|---|
|
14-03-2019 კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე ბერლინში კონკურენციის მე-19 საერთაშორისო კონფერენციას ესწრება |
|
02-04-2019 ჭავჭავაძის #5-ში სამუშაოების მწამოებელი ძირითად კომპანიას „ლეჩკომბინატს“ სამუშაოების წარმოების უფლება შეუჩერდა, „ტრანსმშენი“ 7000 ლარით დაჯარიმდა, „ხიმიჯ სერვისი“ კი - 1000 ლარით |
|
06-09-2019 უნიკალური შანსი საქართველოსთვის – აშშ-ს რევოლუციური ენერგეტიკული შეთავაზება ევროპას |