სტუმრობა რაჭის რეგიონში
ნავიგატორი
2023


სტუმრობა რაჭის რეგიონში

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან მამუკა ბახტაძესთან ერთად, რაჭაში, ამბროლაურის რაიონში „ერთიანი აგროპროექტისა“ ფარგლებში, დაფინანსებული სამი ახალი საწარმო დაათვალიერა.

მინისტრმა, ქვეყნის მთავრობის მეთაურთან ერთად, ხვანჭკარის მწარმოებელი სადმელის ღვინის საწარმო „შატრო ველი“, რაჭული ლორის საწარმო „რაჭული ლორი“ და წყლის მწარმოებელი კომპანია „ იწის წყალი“ მოინახულა.

„რაჭის რეგიონი იცით, რომ ბოლო წლების განმავლობაში სწრაფი ტემპით ვითარდება. მხოლოდ დღეს, სამი ახალი საწარმო მოვინახულეთ, რომელიც სახელმწიფოს თანადაფინანსების პროგრამებით შეიქმნა და სადაც 2 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა. სახელმწიფოს მასტიმულირებული პროგრამების შედეგად ეკონომიკური აქტივობა მნიშვნელოვნად გაზრდილია. რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით. ერთია ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ხოლო მეორე და უმთავრესი ადამიანების გრძელვადიანი დასაქმება. სწორედ საწარმოებს შეუძლიათ შექმნან ის ეკონომიკური მუხტი, რაც რეგიონის განვითარებისთვის არსებითად მნიშვნელოვანია. რომ არა სახელმწიფო გრანტები და თანადაფინანსების პროგრამები, ჩვენ არ გექნებოდა ახალი საწარმოები“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

03-06-2019

წყარო: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

15-04-2019

Netflix-ი ჟურნალის გამოსაცემად ემზადება

12-02-2020

საქართველოდან სილიკონ ველიზე ათამდე წარმატებული ქართული სტარტაპი გაემგზავრა

03-04-2019

ნათია თურნავამ ცაგერში „ჯონოული 1“ ჰესი ოფიციალურად გახსნა

17-06-2019

ნატურალური ღვინისა და კერძების ფესტივალი Natural Wine and Food

17-06-2019

ნატურალური ღვინისა და კერძების ფესტივალი Natural Wine and Food

15-04-2019

Netflix-ი ჟურნალის გამოსაცემად ემზადება

12-02-2020

საქართველოდან სილიკონ ველიზე ათამდე წარმატებული ქართული სტარტაპი გაემგზავრა

03-04-2019

ნათია თურნავამ ცაგერში „ჯონოული 1“ ჰესი ოფიციალურად გახსნა


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ