|
| 1890 |
|---|
აშშ-ს შავ სიაში ყოფნის გამო Huawei ახალ ლეპტოპს ვერ წარადგენს
| Huawei-მ ახალი პროდუქტის წარდგენის შესახებ დაგეგმილი ღონისძიება გააუქმა. ამის შესახებ BBC კომპანიის წარმომადგენლის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება. ჩინური კომპანია მიმდინარე კვირას ახალი ლეპტოპის წარდგენას გეგმავდა, თუმცა განმარტა, რომ ეს შეუძლებელია. მისივე თქმით, პროდუქტს განადგურება ემუქრება. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი ხნის განმავლობაში იქნება ჩინური ტექნოლოგიების გიგანტი შავ სიაში. ჩინურმა Huawei-მ შეერთებული შტატების მიერ კომპანიის შავ სიაში შეყვანა გაასაჩივრა. კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ამერიკის ხელისუფლებამ ვერ წარმოადგინა იმის მტკიცებულება, რომ ჩინური კომპანია ქვეყნის უსაფრთხოებას ემუქრება. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალ ტრამპმა 15 მაისს ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც, ამერიკულ კომპანიებს იმ უცხოური სატელეკომუნიკაციო კომპანიებით სარგებლობა აეკრძალათ, რომლებიც ქვეყნის უსაფრთხოებას რისკის ქვეშ აყენებენ. როგორ და რატომ კრძალავენ დასავლეთის ქვეყნები Huawei-ს ვრცელი სტატია ამ ბმულზე წაიკითხეთ. |

13-06-2019
წყარო: imedinews.ge
|
15-04-2019 საქართველოდან ექსპორტი იანვარ-მარტში 12.8 პროცენტით გაიზარდა |
|---|
|
16-05-2019 ბილაინის მხარდაჭერით აგროპრენერებისთვის ჰაკათონი ჩატარდა |
|
26-09-2022 საფერავის საერთაშორისო კონკურსი |
|
15-02-2019 კომპანია „Iberostar Group” საქართველოს საინვესტიციო გარემოთი დაინტერესდა |