შემოსავლების სამსახურის უფროსმა ვახტანგ ლაშქარაძემ ევროკავშირის ტექნიკური დახმარების დაძმობილების პროექტის მართველი კომიტეტის მე-4 სხდომა გახსნა
ნავიგატორი
1920

შემოსავლების სამსახურის უფროსმა ვახტანგ ლაშქარაძემ ევროკავშირის ტექნიკური დახმარების დაძმობილების პროექტის მართველი კომიტეტის მე-4 სხდომა გახსნა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა ვახტანგ ლაშქარაძემ, ევროკავშირის ტექნიკური დახმარების  დაძმობილების პროექტის მართველი კომიტეტის მე-4 სხდომა, 21 მარტს, ოფიციალურად გახსნა.

შემოსავლების სამსახურში, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების ტექნიკური ნაწილის - „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების“ (DCFTA) და ასევე, ევროკავშირსა და საქართველოს შორის „ასოცირების დღის წესრიგის“ ფარგლებით განსაზღვრული ვალდებულებების, კერძოდ, „ტრანზიტის საერთო პროცედურების შესახებ“ (CTC)  და „ერთიანი ადმინისტრირების დოკუმენტის“ (SAD) კონვენციებთან მიერთებისა და “ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის” “NCTS” იმპლემენტაციის ფარგლებში, ევროკავშირის ტექნიკური დახმარების  დაძმობილების პროექტი მიმდინარეობს, რომელიც გულისხმობს "ტრანზიტის საერთო პროცედურების (CTC) კონვენციასთან მიერთებისა და ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის (NCTS) დანერგვის ხელშეწყობას", რაც ითვალისწინებს სამ მიმართულებას: სამართლებრივი ჩარჩოს მომზადება; საინფორმაციო ტექნოლოგიური სისტემების განახლება; სამსახურის ინსტიტუციური და ადამიანური რესურსების შესაძლებლობების გაძლიერება და ცნობიერების ამაღლება.

აღნიშული პროექტის ფარგლებში, შემოსავლების სამსახურს, პარტნიორი ქვეყნების (ფინეთის, პოლონეთისა და ლატვიის) საბაჟო და საგადასახადო ადმინისტრაციების ხელმძღვანელი პირები პირველად ეწვივნენ. კომიტეტზე, პროექტის მიმდინარეობის ანგარიში განიხილეს და მომდევნო 6 თვის სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს. კომიტეტში ასევე,  საქართვლოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ და საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის პროექტების კოორდინაციის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა მიიღებს მონაწილეობა. პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები ასევე, გაფორმების ეკონომიკურ ზონაში ,,თბილისი“ იმყოფებოდნენ, დაათვალიერეს და ადგილზე გაეცნენ გეზ-ის საქმიანობასა და პროცედურებს.

22-03-2019

წყარო: commersant.ge

16-05-2019

ქართული კომპანიები ბორდოში მიმდინარე ღვინის საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობენ

18-02-2019

ცემენტის გიგანტი LafargeHolcim ქართულ ბაზარზე პოზიციებს იმყარებს

28-02-2019

ნათია თურნავა: „ ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობა ეკოლოგიურად სუფთა, მცირე ჰესებზე დგას"

31-05-2019

საქართველოს მსოფლიოს ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის მაგისტრანტები სტუმრობენ

სიახლეების გამოწერა

Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ