2018 წელს შემოსავლების სამსახურმა 15 ბანკი შეამოწმა, რაც ბოლო 10 წლის რეკორდია
ნავიგატორი
1707

2018 წელს შემოსავლების სამსახურმა 15 ბანკი შეამოწმა, რაც ბოლო 10 წლის რეკორდია

2010-2019 წლებში შემოსავლების სამსახურმა კომერციულ ბანკებში 40 საგადასახადო შემოწმება განახორციელა.აღნიშნული ინფორმაცია bm.ge-მ „ევროპული საქართველოს“ წევრ, დეპუტატ ზურაბ ჭიაბერაშვილისგან მიიღო.

საქმე იმაშია, რომ დეპუტატმა საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - შემოსავლების სამსახურს 2010-1019 წლებში კომერციული ბანკების საგადასახადო შემოწმების შესახებ სტატისტიკური მონაცემების მიწოდების თხოვნით მიმართა.

როგორც შემოსავლების სამსახურის საპასუხო წერილიდან ირკვევა, ყველაზე მეტი - 15 ბანკი შემოსავლების სამსახურმა 2018 წელს შეამოწმა.

წინა წლების სტატისტიკა ასეთია: 2010 – 2, 2011 – 1, 2012 – 3, 2013 – 3, 2014 – 2, 2015 -5, 2016 – 4, 2017 – 5, 2018 -15, 2019 – 0.

რაც შეეხება იმას, რომელი ბანკების შემოწმება განახორციელა შემოსავლების სამსახურმა საანგარიშო პერიოდში, საპასუხო წერილში ნათქვამია, რომ „ცალკეული კომერციული ბანკების საგადასახადო შემოწმების შესახებ მონაცემები წარმოადგენს გადასახადის გადამხდელის შესახებ იდენტიფიცირებულ ინფორმაციას, რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 39- ე მუხლის პირველი და 11 ნაწილების შესაბამისად, საგადასახადო საიდუმლოებას განეკუთვნება“.

Bm.ge დაინტერესდა, რამ განაპირობა შემოსავლების სამსახურის მიერ ბანკების საგადასახდო შემოწმებების ზრდა და პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

22-03-2019

წყარო: commersant.ge

10-05-2019

ლოს ანჯელესში 2050 წლისთვის მხოლოდ ელექტრომობილები ივლის

24-04-2019

„ეს წალკაა“ პროექტის ფარგლებში წალკის სოფლებში სათემო მობილიზაციის პირველი შეხვედრები იგეგმება

15-03-2019

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით

29-03-2019

ევროკავშირი 2022 წლიდან ახალ ავტომობილებში „შავი ყუთის“ ვალდებულებას შემოიტანს

სიახლეების გამოწერა

Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ