|
| 2766 |
|---|
ცემენტის გიგანტი LafargeHolcim ქართულ ბაზარზე პოზიციებს იმყარებს
| მშენებლობის ტემპები დღეს ისეა დაჩქარებული, როგორც არასდროს. ყოველწლიურად უფრო და უფრო მაღალი ცათამბჯენები, უფრო და უფრო გრძელი ხიდები და გვირაბები იგება. განსხვავებული დიზაინის, კონსტრუქციისა თუ დანიშნულების ნაგებობებს ერთი რამ აერთიანებს - ცემენტი, რომელიც აუცილებელი კომპონენტია ყველა სამშენებლო კონსტრუქციისთვის - საცხოვრებელი სახლით დაწყებული, დიდი ზომის კაშხლით დამთავრებული. შესაბამისად, მისი სწორად შერჩევა აუცილებელი წინაპირობაა. 2017 წლის ბოლოდან საქართველოს ცემენტის ინდუსტრიაში გამოჩნდა ახალი მოთამაშე - „საქართველოს ცემენტის კომპანია“(GCC), რომელიც ფრანგულ გიგანტს Lafarge-ს წარმოადგენს საქართველოში. კომპანია აერთიანებს როგორც ცემენტის, ისე ბეტონის წარმოების მიმართულებას. აღსანიშნავია, რომ 2015 წელს Lafarge და ამ სექტორში მოღვაწე სიდიდით მეორე შვეიცარიული კომპანია Holcim გაერთიანდნენ, რის შედეგადაც ერთი მეგაკომპანია - LafargeHolcim ჩამოყალიბდა. კომპანიის მასშტაბების უკეთ გასააზრებლად შესაძლებელია რამდენიმე სტატისტიკური მონაცემი მოვიყვანოთ. LafargeHolcim მსოფლიოს 90 ქვეყანაში 2500-ზე მეტ ქარხანას ფლობს, 115 000 თანამშრომელს ასაქმებს და ყოველწლიურად 387 მლნ ტონა ცემენტსა და ბეტონს აწარმოებს. მისი წლიური ბრუნვა $26 მლრდ-ს აჭარბებს, საბაზრო კაპიტალიზაცია კი - $28.5 მლრდ-ს. საქართველოში კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებლის, მერაბ ჩიხრაძის თქმით, გაყიდვების რაოდენობა, რომელმაც 2018 წელს 210.000 ტ ცემენტი შეადგინა, ჯერ კიდევ არ არის ის მაქსიმუმი, რაც მათი გეგმებითაა გათვალისწინებული და არსებულ მოცულობებს მიმდინარე წელს, მინიმუმ, 20-25%-ით გაზრდიან. „მტკიცედ მივყვებით ჩვენი განვითარების გეგმას, რომელსაც ჩვენი გუნდი, პარტნიორებთან ერთად, წარმატებით ახორციელებს და ვფიქრობთ, ახლო მომავალში ჩვენს პოზიციებს კიდევ უფრო გავიმყარებთ საქართველოს ცემენტის ბაზარზე“, - ამბობს მერაბ ჩიხრაძე. კომპანიამ ქართულ ბაზარზე უკვე მოიპოვა ნდობა, რასაც დასრულებული და მიმდინარე პროექტებიც მოწმობს: „პანორამა თბილისი“, სავაჭრო ცენტრი „სითი მოლი“ ქავთარაძის ქუჩაზე, „ალიანს ჯგუფის“ 54-სართულიანი ცათამბჯენი ბათუმში, რომლის პირველ 12 სართულზე სასტუმრო MARRIOT გაიხსნება, M2 ჭავჭავაძეზე, „ორბი ჯგუფის“ „TWIN TOWER“ 45-სართულიანი ცათამბჯენები 7000-ზე მეტი ბინით. „მწვანე უბანი ლისთან“ სასტუმრო Hilton-ის პროექტი ქ. თბილისში, „Macro construction“-ის უბანი დიღომში, ფოთი-სენაკის ცენტრალური მაგისტრალის ხიდები, ანაკლიის პორტი, ბათუმის შემოვლითი გზა, ქუთაისში ავტობანიდან მისასვლელი გზები, მესტია-უშგულის გზა სვანეთში. ეს იმ პროექტების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც Lafarge/GCC-ის ცემენტითა და ბეტონით ხორციელდება. მაშინ, როცა ქვეყანაში უცხოელ ტურისტთა რაოდენობა წლიურად ორნიშნა პროცენტული მაჩვენებლით იზრდება; მაშინ, როცა სივრცითი მოწყობის ფარგლებში წითელი ხიდიდან სარფამდე, ასევე, ჩრდილოეთი-სამხრეთის მაგისტრალზე გათვალისწინებულია, ჯამში, ასზე მეტი ხიდისა და გვირაბის აგება; მაშინ, როცა პროექტირების ეტაპზეა რამდენიმე დიდი ზომის წყალსაცავიანი ჰესი და მაშინ, როცა, უბრალოდ, ეკონომიკის ზრდასთან ერთან, ახალ ბინებზე მოთხოვნა ბუნებრივად იზრდება, ევროსტანდარტის ცემენტისა და ბეტონის მწარმოებელი კომპანიის საჭიროება საგრძნობლად აშკარაა – კომპანიისა, რომელიც ქვეყნის ეკონომიკაშიც დიდ წვლილს შეიტანს და ეკოლოგიურ გარემოზეც იზრუნებს. |

18-02-2019
წყარო: bpn
|
21-12-2022 სტიპენდიები ქართველი მეცნიერებისათვის |
|---|
|
23-03-2023 სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადა |
|
29-03-2019 Google-ში თვლიან, რომ ევროკავშირის საავტორო უფლებებზე რეფორმა ეკონომიკის კრეატიულ სექტორს დააზიანებს |
|
19-04-2019 ტოკიოში საერთაშორისო გამოფენაზე ქართული ღვინის კომპანიები მონაწილეობენ |