ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-12 საერთაშორისო გამოფენაში 12 ქვეყანა მონაწილეობს
ნავიგატორი
1824


ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-12 საერთაშორისო გამოფენაში 12 ქვეყანა მონაწილეობს

ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-12 საერთაშორისო გამოფენა გაიხსნა. რეგიონში ყველაზე მასშტაბურ გამოფენაზე ღვინისა და ალკოჰოლური სასმელის წარმოებისთვის საჭირო ყველა კომპონენტია წარმოდგენილი. ღონისძიებაში 12 ქვეყნის 160-მდე კომპანია მონაწილეობს, რომელთა შორის 110-ზე მეტი ღვინის მწარმოებელი როგორც დიდი კომპანია, ისე საშუალო და მცირე მარანია.

საერთაშორისო გამოფენა 13-15 ივნისს, საგამოფენო ცენტრში ,,ექსპო-ჯორჯია“ იმართება. WinExpo Georgia-ს ოფიციალური მხარდამჭერები საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ღვინის ეროვნული სააგენტო არიან.

წელს, გამოფენაზე პირველად მონაწილეობენ საფრანგეთის საელჩო და საფრანგეთის ღვინის გამოფენის „The Wine & Vine Innovation Cluster “Inno’Vin”-ის ორგანიზატორები. საკუთარ სტენდზე ფრანგი სტუმრები ღვინის აქსესუარებს წარმოადგენენ.

გამოფენის ფარგლებში, გაიმართება ღონისძიება „ქართული ღვინო და დიდი ბრიტანეთის ბაზარი“, სადაც ბრიტანელი ღვინის პროფესიონალი ტატიანა მანნი ქართველ მეღვინეებს გაუზიარებს გამოცდილებას ბრიტანეთის ბაზრის სპეციფიკასა და ღვინის იმპორტის რეგულაციებზე.

13-06-2019

წყარო: imedinews.ge

01-05-2019

თბილისის ყველა რაიონში კვირაში 2-3 დღე გარევაჭრობა სპეციალურ ადგილებზე უფასო იქნება

06-09-2019

აგვისტოში FAO-ს სურსათის ფასების ინდექსი შემცირდა

19-04-2019

TECHTEXTIL & TECHPROCESS

26-12-2022

საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი ‘Meliora 2022

26-12-2022

საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი ‘Meliora 2022

01-05-2019

თბილისის ყველა რაიონში კვირაში 2-3 დღე გარევაჭრობა სპეციალურ ადგილებზე უფასო იქნება

06-09-2019

აგვისტოში FAO-ს სურსათის ფასების ინდექსი შემცირდა

19-04-2019

TECHTEXTIL & TECHPROCESS


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ