|
| 1935 |
|---|
ბათუმი Euronews-ის ობიექტივში მოხვდა
| ბათუმი, როგორც ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულება Euronews-ის ობიექტივში მოხვდა. გადაცემა Focus-მა ბათუმს ვრცელი რეპორტაჟი მიუძღვნა, სადაც საინტერესოდაა გადმოცემული თუ რატომაა ბათუმი ტურისტებისთვის მიმზიდველი ტურისტული მიმართულება. რეპორტაჟში ხაზი გასმულია ქალაქსა და ზოგადად, რეგიონში ტურიზმის სწრაფად განვითარებაზე, ტურისტულ პროდუქტებზე, ტრადიციებსა და კულტურაზე. მსოფლიოში რეიტინგული ტელეარხის გადამღები ჯგუფი რეგიონს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით სტუმრობდა. ბათუმზე მომზადებულ რეპორტაჟს კი Euronews-ის მილიონობით მაყურებელი, 12 ენაზე, ერთი კვირის განმავლობაში გაეცნობა. გარდა რეპორტაჟებისა, Euronews-ის მაყურებელი 2017 წლიდან დღემდე ეცნობა აჭარის საიმიჯო ვიდეოკლიპებს, რომელიც ყოველწლიურად და მათ შორის წელსაც, ტელეკომპანიის ეთერით გადაიცემოდა. რეგიონის პოპულარიზაცია ასევე, მიმდინარეობდა Deutsche Welle-სა და BBC-ის ეთერებით. |

03-07-2019
წყარო: imedinews.ge
|
17-06-2019 საგანმანათლებლო პროექტი „დაიწყე და განავითარე შენი ბიზნესი“ დაიწყო |
|---|
|
11-05-2023 Youth4Regions – the programme for aspiring journalists |
|
29-05-2019 შვეიცარიის პოლიცია ერთ კვირაში საქართველოში დამზადებულ უნიფორმებს ჩაიცვამს |
|
26-10-2022 როგორ მივიღოთ სესხის უზრუნველყოფა? |