|
| 1786 |
|---|
თბილისში რეგიონის ყველაზე მასშტაბური სტარტაპ ღონისძიება გაიმართება
| ► თბილისში რეგიონის ყველაზე მასშტაბური სტარტაპ ღონისძიება გაიმართება. ► 2019 წლის 8-10 ნოემბერს, თბილისში, Startup Grind-ის რეგიონული ღონისძიება გაიმართება. Startup Grind Europe-Asia Connect-ი საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან პარტნიორობით იმართება და მას 1 500-ზე მეტი მონაწილე დაესწრება. ღონისძიების შესახებ, გამართულ პრესკონფერენციაზე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ ალავიძემ, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ, დიდი ბრიტანეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოადგილემ საქართველოში ალექსანდრა ქოულიმ და Startup Grind Tbilisi-ის დირექტორმა კოლინ დონოჰიუმ ისაუბრეს. ✔️ საქართველოში დაგეგმილი რეგიონული ღონისძიება Startup Grind-ის ფარგლებში გამართული მესამე ყველაზე მასშტაბური ღონისძიება იქნება „სილიკონ ველისა“(8000 დელეგატი) და ლონდონის (3000 დელეგატი) შემდეგ. კონფერენცია აერთიანებს 30-ზე მეტ სპიკერს, 20-ზე მეტი ქვეყნიდან. ► თბილისში დაგეგმილ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ სპიკერები მსოფლიოს ისეთი კომპანიებიდან, როგორიც არის: Google, 500 Startups Fintech Fund, Picsart, Garage Ventures, Shift და სხვა. ასევე, ანტრეპრენერები, ტრენერები და ინვესტორები ევროპიდან და აშშ-დან. ღონისძიება მოიცავს მრავალფეროვან სესიებსა და ფორმატებს, რომლებიც დამსწრეებს ევროპის მასშტაბით, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში ახალ მიღწევებს გააცნობენ. ► ბილეთების შეძენა შესაძლებელია ოფიციალურ ვებ-გვერდზე: http://startupgrind.ge/ |

30-09-2019
წყარო: ტექნოპარკი საქართველო • Tech Park Georgia
|
13-01-2023 თიბისი კონცეპტის და Coaching Lab-ის პარტნიორობის ფარგლებში, ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის: „ბიზნეს ქოუჩინგი: ლიდერობის ახალი პარადიგმა" მეორე ნაკადი იწყება |
|---|
|
10-04-2019 „რეზონანსი" - ელექტროენერგიის დეფიციტი 30%-ს მიაღწევს - რა ელის მომხმარებელს? |
|
21-03-2019 გაცნობებთ, რომ „აწარმოე საქართველოში“ სააგენტოს გუნდი მზადებას იწყებს ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაში მონაწილეობასთან დაკავშირებით |
|
07-05-2019 ცქიტიშვილი: ზუგდიდი-ანაკლიის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა ივლისში დასრულდება |