აშშ-ის მხარდაჭერით საქართველოს დაცული ტერიტორიების განვითარების ხელშემწყობი ახალი პროექტი იწყება
ნავიგატორი
1585


აშშ-ის მხარდაჭერით საქართველოს დაცული ტერიტორიების განვითარების ხელშემწყობი ახალი პროექტი იწყება

⇒ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოში ახალი პროექტი „ეროვნული პარკები და ეკოტურიზმი“ იწყება.

• პროექტს, რომლის მიზანია დაცული ტერიტორიების ინფრასტრუქტურული განვითარების, მართვის გაუმჯობესების და, შესაბამისად, ქვეყნის ეკონომიკის მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ამერიკის შეერთებული შტატების შინაგანი დეპარტამენტი განახორციელებს.

• შეთანხმებას ხელი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, USAID-ის მისიის დირექტორმა, პიტერ ვიბლერმა და აშშ-ის შინაგანი დეპარტამენტის წარმომადგენელმა, პროექტის ხელმძღვანელმა, პიტერ ქელერმა მოაწერეს.
შეხვედრას ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელისაბეთ რუდი ესწრებოდა.
შეხვედრაზე ლევან დავითაშვილმა მადლობა გადაუხადა ელჩის მოვალეობის შემსრულებელს მხარდაჭერისთვის და ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

• „ამერიკასა და საქართველოს შორის სტრატეგიული თანამშრომლობა მრავალ მიმართულებას მოიცავს, მათ შორის აღსანიშნავია დაცული ტერიტორიების მართვის კუთხით მხარდაჭერა. ახალი პროექტი, რომლის განხორცილებასაც ვიწყებთ, ხელს შეუწყოს როგორ სააგენტოს შესაძლებლობების გაძლიერებას, ასევე, დაცული ტერიტორიებზე სხვდასხვა ეკონომიკური პროექტის განხორციელებას, რაც ადგილობრივ მოსახელობის ეკონომიკური მდგომარეობის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

• ელიზაბეთ რუდმა პროექტის დაწყების შეთანხმების ხელმოწერას პარტნიორული ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადასვლა უწოდა და აღნიშნა, რომ მჭიდრო თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.
„საქართველო-ამერიკის სტრატეგიული თანამშრომლობის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო მოხარულია, რომ, ხანგრძლივი დროის განმავლობაში, საქართველოს მდგრადი ეკონომიკის განვითარებაში ეხმარება. ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი კომპონენტი ბუნებრივი ტერიტორიების დაცვა და განვითარებაა. მოხარული ვარ, რომ USAID-ის დახმარებით, ახალ პროექტს ვიწყებთ, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოში დაცული ტერიტორიების განვითარებას, მართვის სისტემის გაუმჯობესებას და მდგრად განვითარებას. ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ადგილობრივი თემების ეკონომიკური განვითარებისა და მდგრადობისთვის“, - განაცხადა ელიზაბედ რუდმა.
როგორც USAID-ის მისიის დირექტორმა, პიტერ ვიბლერმა აღნიშნა, სააგენტოს აქვს მთავარი მიმართულებები და მიზნები საქართველოსთან მიმართებაში, რაც ქვეყნის შესაძლებლობების განვითარების მხარდაჭერას გულისხმობს.

• „დაცული ტერიტორიები საქართველოს საგანძურია, რომელსაც დაცვა და განვითარება სჭირდება. პროექტი ასევე მნიშვნელოვანია სამუშაო ადგილების შექმნის და ქვეყნაში ეკონომიკური ზრდის წახალისების თვალსაზრისით. ეს გახლავთ, USAID მეშვეობით, კიდევ ერთი მაგალითი ამერიკის მთავრობის დახმარებისა საქართველოს მიმართ“,- განაცხადა პიტერ ვიბლერმა.

⇒ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილეები იური ნოზაძე, ხატია წილოსანი და შესაბამისი უწყების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

18-10-2019

წყარო: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

07-05-2019

467,8 მლნ ლარი 3 თვეში - რა შემოსავალს იღებენ ბანკები ფიზიკური პირებისთვის გაცემული სესხების პროცენტებიდან

31-03-2019

შეუთანხმებელი ბრექსიტი აღმოსავლეთ ევროპას და თურქეთს დააზარალებს

27-10-2022

პროგრამა დამწყები მეწარმე ქალებისთვის

20-10-2023

2024-2025 FULBRIGHT VISITING SCHOLAR PROGRAM

20-10-2023

2024-2025 FULBRIGHT VISITING SCHOLAR PROGRAM

07-05-2019

467,8 მლნ ლარი 3 თვეში - რა შემოსავალს იღებენ ბანკები ფიზიკური პირებისთვის გაცემული სესხების პროცენტებიდან

31-03-2019

შეუთანხმებელი ბრექსიტი აღმოსავლეთ ევროპას და თურქეთს დააზარალებს

27-10-2022

პროგრამა დამწყები მეწარმე ქალებისთვის


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ