გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ „აკვაკულტურის შესახებ“ ახლი კანონპროექტი წარადგინა
ნავიგატორი
1714


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ „აკვაკულტურის შესახებ“ ახლი კანონპროექტი წარადგინა

► ახალი კანონპროექტის განხილვას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი დაესწრო.

» „აკვაკულტურის დარგის მდგრადი განვითარება, გარემოს დაცვა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება, ხელს შეუწყობს ქვეყანაში შემოსავლების ზრდას, სამუშაო ადგილების შექმნას და ზოგადად, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას. საქართველოს აქვს დიდი პოტენციალი წყლის რესურსების მიმართულებით და საჭიროა ამ რესურსების სწორი მართვა.
ახალი კანონპროექტი მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ქვეყანაში წყლის რესურსების და მისი პოტენციალის რაციონალური და ეფექტიანი გამოყენების თვალსაზრისით“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

» ახალი კანონპროექტი მიზნად ისახავს საქართველოში აკვაკულტურის განვითარებას და აღნიშნულ დარგში ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობას. კანონპროექტის თანახმად, საქართველოს საზღვაო წყლებში განხორციელდება აკვაკულტურის ზონების გამოყოფა და შესაბამისი ტერიტორიის სარგებლობის მიზნით, აკვაკულტურის ნებართვების გაცემა. კანონპროექტით ასევე მოწესრიგდება აკვაკულტურის ობიექტების საქმიანობა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

» ახალი რეგულაციები ხელს შეუწყობს საზოგადოების, ნებართვის მფლობელების და ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლეთა ინტერესების დაცვას. ახალი კანონპროექტი უზრუნველყოფს საქართველოს შავი ზღვის კონტინენტური შელფის, ტერიტორიული ზღვის და განსაკუთრებული ეკონომიკური ზონისა და საქართველოს შიდა წყალსატევების (ტბები, წყალსაცავები, ტბორები, მდინარეები, ნაკადულები, არხები, წყალჭაობიანი ადგილები და სხვა წყლის პროდუქტების მოშენებისთვის ვარგისი წყალსატევები) აკვაკულტურის მიზნებისათვის სარგებლობის რეგულირებას და მათ რაციონალურ და ეფექტიან გამოყენებას, რაც გულისხმობს აღნიშნულ ობიექტებში წყლის ორგანიზმების (თევზი, წყლის მცენარეები და სხვა) მოშენებას (კულტივირება, გამოზრდა, გამრავლება), როგორც აკვაკულტურის კონსტრუქციების გამოყენებით, ასევე მათ გარეშე.

» კანონპროექტი შემუშავებულია საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების დაცვის მიზნით და ითვალისწინებს შიგა წყალსატევებზე (ტბები, წყალსაცავები) ეკოლოგიური აკვაკულტურის ნებართვის გაცემას კონკრეტულ მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ პირთა გაერთიანებებზე, ამ მიზნით შექმნილ სასოფლო-სამეურნეო (თევზის მეურნეობის) კოოპერატივებზე. ახალი კანონპროექტის განხილვაში ჩაერთვებიან არასამთავრობო ორგანიზაციები, სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები და ექსპერტები.

» კონსულტაციების დასრულების შემდეგ, კანონპროექტი განსახილველად საქართველოს პარლამენტში გადაიგზავნება. ახალი კანონპროექტის წარდგენის ღონისძიებას საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებისა და აგრარულ საკითხთა კომიტეტების წევრები, სახელმწიფო უწყებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

► ღონისძიება გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მხარდაჭერით გაიმართა.

29-10-2019

წყარო: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

12-03-2019

„კორეაში მაღალ დონეზე გამართული შეხვედრები მეტ ბიძგს მისცემს ჩვენს მწარმოებლებს, რომ თავიანთი საექსპორტო პოტენციალის რეალიზაცია მოახდინონ"

02-04-2019

გენადი არველაძემ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრებს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების მიმდინარეობა გააცნო

15-04-2019

ფერმა, რომელიც დედაქალაქს ფრინველის ხორცით ამარაგებს, თევზის ფესტივალი ბათუმში და გიორგი ალადაშვილის ბიოდინამიური მეურნეობა

28-02-2019

მერიამ 2018 წელს საზოგადოებრივი თავშეყრის ობიექტების 57% ექსპლუატაციაში არ მიიღო - რა ტიპის შენობები დაიწუნა თბილისის მთავრობამ

28-02-2019

მერიამ 2018 წელს საზოგადოებრივი თავშეყრის ობიექტების 57% ექსპლუატაციაში არ მიიღო - რა ტიპის შენობები დაიწუნა თბილისის მთავრობამ

12-03-2019

„კორეაში მაღალ დონეზე გამართული შეხვედრები მეტ ბიძგს მისცემს ჩვენს მწარმოებლებს, რომ თავიანთი საექსპორტო პოტენციალის რეალიზაცია მოახდინონ"

02-04-2019

გენადი არველაძემ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრებს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების მიმდინარეობა გააცნო

15-04-2019

ფერმა, რომელიც დედაქალაქს ფრინველის ხორცით ამარაგებს, თევზის ფესტივალი ბათუმში და გიორგი ალადაშვილის ბიოდინამიური მეურნეობა


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ