უცხოური საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა - FDI გრანტი
ნავიგატორი
2642


უცხოური საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა - FDI გრანტი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინსიტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მრავალ თვიანი მუშაობის შედეგად, დღეს, საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა უცხოური საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა - "FDI გრანტი", რომელსაც სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს.

აღნიშნული მექანიზმი მიმართულია ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების ზრდის ხელშეწყობისკენ, ტექნოლოგიის შემოდინების და  ახალი სამუშაო ადგილების შექმნისკენ.

უცხოური საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, პრიორიტეტულ ეკონომიკიურ სექტორებად განისაზღვრა:

  • ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის პროდუქციის წარმოებასატრანსპორტო საშუალებების და მათი ნაწილების წარმოება;

  • მანქანების და მოწყობილობების (მანქანადანადგარები) ასევე მათი ნაწილების წარმოება;

  • ექსპორტზე ორიენტირებული ბიზნეს სერვისების/პროცესების აუთსორსინგი (BPO), რომელიც გულისხმობს საქართველოდან სხვა უცხოურ ბაზარზე მომსახურების მიწოდებას/აუთსორსინგს;

  • დასაწყობება და ლოგისტიკური ცენტრების შექმნა, საჰაერო ხომალდების რემონტი და ტექნიკური მომსახურება (MRO).

ხელშეწყობის მექანიზმი, საინვესტიციო ვალდებულების შესრულების შემთხვევაში, უცხოური კაპიტალით შექმნილ კომპანიებს  სთავაზობს გრანტს გაწეული ხარჯების ნაწილის ასანაზღაურებლად.

მნიშვნელოვანია, რომ პროგრამაში მონაწილე საერთასორისო კომპანია, ვალდებული იქნება არანაკლებ 10 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელოს და მინიმუმ 150  სამუშაო ადგილი შექმნას. ბიზნეს პროცესების აუთსორსინგის სფეროში მოღვაწე კომპანიებისთვის კი, განსახორციელებელი ინვესტიციის მინიმალური მოცულობა 5 მილიონ ლარს უნდა შეადგენდეს, ხოლო შექმნილი სამუშაო ადგილების რაოდენობა არანაკლებ 200-ით განისაზღვრა.

პროგრამაში ჩართვის სურვილის შემთხვევაში, მეწარმე სუბიექტი განაცხადის ფორმით მიმართავს სააგენტოს  „აწარმოე საქართველოში“, რომელსაც ურთავს შესაბამისი საინვესტიციო პროექტის ბიზნესგეგმას. სააგენტოსა და ინვესტორს შორის ფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება, რომლითაც ინვესტორი იღებს საინვესტიციო ვალდებულებას და იწყებს პროექტის განხორციელებას, რომლის მაქსიმალური ვადა 39 თვე შეადგენს.

24-11-2020

წყარო: აწარმოე საქართველოში

12-07-2019

2019 წლის ,,ახალგაზრდა მეცნიერთათვის სტიპენდიის მოსაპოვებლად“ კონკურსში მონაწილეთა საყურადღებოდ!

25-02-2019

ჯიპიაი ჰოლდინგის მასშტაბური დასაქმების ფორუმი გრძელდება 2 000-მდე კანდიდატმა გასაუბრება უკვე გაიარა

18-02-2019

ზაფხულის სეზონისთვის კურორტი აბასთუმანი დამსვენებლებს სტაბილური წყალმომარაგებით უზრუნველყოფს

29-08-2019

ბოლნისის მუნიციპალიტეტში კატასტროფის რისკის შემცირებასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა

29-08-2019

ბოლნისის მუნიციპალიტეტში კატასტროფის რისკის შემცირებასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა

12-07-2019

2019 წლის ,,ახალგაზრდა მეცნიერთათვის სტიპენდიის მოსაპოვებლად“ კონკურსში მონაწილეთა საყურადღებოდ!

25-02-2019

ჯიპიაი ჰოლდინგის მასშტაბური დასაქმების ფორუმი გრძელდება 2 000-მდე კანდიდატმა გასაუბრება უკვე გაიარა

18-02-2019

ზაფხულის სეზონისთვის კურორტი აბასთუმანი დამსვენებლებს სტაბილური წყალმომარაგებით უზრუნველყოფს


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ