ჯიპიაი ჰოლდინგის მასშტაბური დასაქმების ფორუმი გრძელდება 2 000-მდე კანდიდატმა გასაუბრება უკვე გაიარა
ნავიგატორი
1353


ჯიპიაი ჰოლდინგის მასშტაბური დასაქმების ფორუმი გრძელდება 2 000-მდე კანდიდატმა გასაუბრება უკვე გაიარა

ჯიპიაი ჰოლდინგი დასაქმების ფორუმს დღესაც აგრძელებს და ყველა კანდიდატს, ვინც დაინტერესებულია გაყიდვებით და წარმატებულ, ევროპულ კომპანიაში სურს დასაქმება, რუსთაველის 27-ში, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში 10:00-19:00 საათამდე ელის.


ფორუმის პირველ დღეს თბილისში 2000-მდე კანდიდატმა გაიარა გასაუბრება, ხოლო 300-ზე მეტმა ადამიანმა რეგიონებში დასაქმებისთვის ჯიპიაის ოფისებში უკვე შეავსო სააპლიკაციო ფორმა.

„თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დასაქმების ფორუმის პირველმა დღემ წარმატებით ჩაიარა. 2 000 -მდე კანდიდატს გავესაუბრეთ, რომელთაგან 700 საუკეთესოს დღესვე გასაუბრების მეორე ეტაპზე დავიბარებთ, ხოლო ფორუმის მეორე დღეს, შაბათს შერჩეულ კანდიდატებთან დაკავშირება კვირას მოხდება. გასაუბრებების ორივე ეტაპი ფაქტობრივად პარარელურ რეჟიმში მიმდინარეობს, რათა კანდიდატებისთვის რაც შეიძლება მალე გახდეს ცნობილი, ვინ და როდის გახდება ჩვენი გუნდის წევრი.

არ შემიძლია არ აღვნიშნო რამდენად დიდი იყო იმ ადამიანთა მოტივაცია და მზაობა, რომელთაც ასაკის ან გამოცდილების გამო აქამდე არ ჰქონდათ ასეთი შესაძლებლობა, ისწავლონ ახალი საქმე, განვითარდნენ და ფაქტობრივად, დაიწყონ ახალი ცხოვრება. თუმცა ასევე აღსანიშნავია და მიხარია, რომ კანდიდატებს, შორის ბევრი იყო ისეთიც, რომლებიც უკვე არიან დასაქმებული და არც თუ ისე პატარა შემოსავალი აქვთ, თუმცა სურთ მეტი განვითრება, კარიერული წინსვლა და მზარდი ანაზღაურება. ჩვენ სწორედ ასეთ ადამიანებს ვეძებთ და მათთვის განსაკუთრებული შეთავაზებები გვაქვს"- განაცხადა ჯიპიაი ჰოლდინგის HR დირექტორმა ნინო ხაჭაპურიძემ.

შეგახსენებთ, რომ ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს, ასაკობრივი შეზღუდვის, სამუშაო გამოცდილებისა და სპეციფიური განათლების მოთხოვნის გარეშე შესაძლებლობა აქვს გახდეს ჯიპიაი ჰოლდინგის პროფესიონალთა გუნდის წევრი. პროექტის ფარგლებში კომპანია შერჩეულ კანდიდატებს გადამზადების უფასო პროგრამას და სწავლების პირველივე დღიდან ანაზღაურებად სამსახურს სთავაზობს. ყველა წარმატებულ და მოტივირებულ კანდიდატს ეძლევა შანსი, შეიქმნას წარმატებული კარიერა ლიდერ სადაზღვევო კომპანიაში.

ჯიპიაი ჰოლდინგის დასაქმების ფორუმი რუსთაველის #27, ზურაბ წერეთლის სახელობის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში 10:00 -19:00 საათამდე იმართება.

25-02-2019

წყარო: newposts

13-05-2019

ევროკავშირი საქართველოში ციფრული ეკონომიკის მხარდასაჭერად ახალ პროგრამას იწყებს

10-05-2019

მიხეილ ბატიაშვილი - გაზრდილი ბიუჯეტი მოგვცემს საშუალებას, სკოლებში არსებული პრობლემების გადალახვაზე დავიწყოთ საუბარი

19-03-2019

გიორგი ქობულია: „ჰონგ კონგის ბიზნესის წარმომადგენლები ჩვენი ეკონომიკის რამდენიმე ძირითადი სექტორის შესწავლით არიან დაინტერესებული"

05-06-2019

საქართველოში ოპერირება ახალმა ავიაკომპანია SKY UP AIRLINES-მა დაიწყო

05-06-2019

საქართველოში ოპერირება ახალმა ავიაკომპანია SKY UP AIRLINES-მა დაიწყო

13-05-2019

ევროკავშირი საქართველოში ციფრული ეკონომიკის მხარდასაჭერად ახალ პროგრამას იწყებს

10-05-2019

მიხეილ ბატიაშვილი - გაზრდილი ბიუჯეტი მოგვცემს საშუალებას, სკოლებში არსებული პრობლემების გადალახვაზე დავიწყოთ საუბარი

19-03-2019

გიორგი ქობულია: „ჰონგ კონგის ბიზნესის წარმომადგენლები ჩვენი ეკონომიკის რამდენიმე ძირითადი სექტორის შესწავლით არიან დაინტერესებული"


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ