|
| 1935 |
|---|
2018 წელს 182.2 მლნ ლარის ღირებულების კაპიტალური პროექტები ვერ შესრულდა
| 2018 წელს ჯამში, 182.2 მლნ ლარის ღირებულების 12 კაპიტალური პროექტი წლიურ გეგმასთან შედარებით 0%-ით შესრულდა, - ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახური წერს. უფრო კონკრეტულად, პროექტების ჩამონათვალი, რომლებზეც გასულ წელს ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა არ დახარჯულა, შემდეგია:
12 თვის გეგმის მხოლოდ 1% დაიხარჯა ქუთაისის წყალინარების პროექტზე, რომლის გეგმა 3 მილიონ ლარს, შესრულება კი მხოლოდ 41,390 ლარს შეადგენს. ამასთან, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, კაპიტალური პროექტების დაფინანსებისთვის 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში გამოყოფილი იყო 1.9 მლრდ ლარი. 64 კაპიტალური პროექტიდან გამოყოფილი თანხების 80%-ზე ნაკლები ათვისების მაჩვენებელი აქვს 22 პროექტს. როგორც უწყებაში განმარტავენ, იკვეთება ხარვეზები კაპიტალური პროექტების განხორციელების ყველა ეტაპზე. არ არსებობს კაპიტალური პროექტების განვითარების სტრატეგია არც ქვეყნის და არც სექტორულ დონეზე. აღსანიშნავია ისიც, რომ წინა წლებშიც ფიქსირდებოდა მილიონობით ლარის ღირებულების შეუსრულებელი კაპიტალური პროექტები. კერძოდ, 2017 წელს ჯამში 46.8 მლნ ლარის ღირებულების 13 კაპიტალური პროექტი საერთოდ ვერ შესრულდა. |

25-02-2019
წყარო: bpn
|
20-11-2019 Agrobusiness - სოფლის მეურნეობის განვითარების შესაძლებლობები |
|---|
|
04-04-2019 საქართველოში ყველაზე მეტს სამშენებლო სექტორში დასაქმებულები მუშაობენ |
|
15-02-2019 საქართველოს დელეგაციის ვიზიტი ქ. მადრიდში საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის წარმოჩენის მიზნით |
|
12-03-2019 BPN Georgia-ში სიახლეა! |