ქართულ მოცვს ევროპის ბაზარზე კიდევ ერთი კონკურენტი გამოუჩნდა
ნავიგატორი
1896


ქართულ მოცვს ევროპის ბაზარზე კიდევ ერთი კონკურენტი გამოუჩნდა

ქართულ მოცვს ევროპის აზარზე კონკურენტი გამოუჩნდა. ქართველი ფერმერების პარალელურად, ევროპის ბაზარზე გასასვლელად ტაჯიკელი ფერმერებიც ემზადებიან.

როგორც East fruit წერს, ლურჯი მოცვი ევროპის ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადია, რამაც ტაჯიკელ ფერმერებს კარგი შანსი მისცა, რომ საკუთარი საქმიანობა სტაბილური შემოსავლის წყაროდ აქციონ.

ევროპულ ბაზარზე გასვლას მიმდინარე წლის ივნისში გეგმავს მოცვის მწარმოებელი ოთხი ქართული კომპანიაც. კერძოდ, შპს „მოცვი“, შპს „ქართული მოცვი“ , შპს „ლურჯი ველი“ და შპს „ჯეობერი“.

ამასთან, მაისში ექსპორტისთვის ემზადება ქართული მოცვის მწარმოებელი კიდევ ერთი კომპანია Uvie’s berries. როგორც კომპანიის თანადამფუძნებელი ეკატერინე ვეფხვაძე აცხადებს, ექსპორტთან დაკავშირებით წინასწარი შეთანხმება პარტნიორებთან უკვე მიღწეულია და სავარაუდოდ, 30 ტონამდე პროდუქციის ექსპორტი მოხდება.

იქნება თუ არა ტაჯიკეთი ქართული კომპანიებისთვის კონკურენტი, შპს „მოცვის“ დამფუძნებელი ზვიად მირიანაშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ამბობს, რომ ეს დამოკიდებულია პროდუქტის აღების სეზონზე.

მისი თქმით, კლიმატის გათვალისწინებით, ყველა ქვეყანაში მოსავლის აღების დრო განსხვავებულია. თუმცა, თუ ისე მოხდა, რომ ამინდიდან გამომდინარე, უმეტეს მათგანში მოცვის აღება ერთსა და იმავე პერიოდში მოუწია, მაშინ კონკურენცია დიდი იქნება, რა დროსაც უპირატესობა ხარისხიან პროდუქტს მიენიჭება.

„ტაჯიკეთში როდის მოხდება მოცვის აღება, ამ ეტაპზე, არ ვიცი. ბევრ ქვეყანაში ეს პროდუქტი ივნისში არ მოდის, ყველაფერი დამოკიდებულია ბუნებრივ პირობებზე. თუ როგორი ამინდი იქნება ტაჯიკეთში, ესპანეთში, პორტუგალიაში, ბელორუსში, ხორვატიაში და ა.შ. შეიძლება მოხდეს ისე, რომ პროდუქტის აღების სეზონი ყველა ქვეყანაში ერთმანეთს დაემთხვეს, ამ დროს კი გამოიწვევს იმას, რომ მაღალ კონკურენციის პირობებში მოგვიწევს ევროპის ბაზარზე მუშაობა. თუმცა, შეიძლება, არ დაემთხვეს, რაც თავისთავად შეასუსტებს კონკურენციას.

თუ მოხდა ისე, რომ მოცვის აღების სეზონი უმრავლეს ქვეყანაში დაემთხვა, მაშინ უპირატესობა ხარისხიან პროდუქტს ექნება. თუმცა, აქაც ყველაფერი არა ქვეყანაზე, არამედ იმ კომპანიაზეა დამოკიდებული, რომელიც მოცვს აწარმოებს. თუ ყველა პირობის დაცვით უვლის, აწარმოებს, ინახავს და ტრანპორტირებასაც შესაბამისი წესებით ახდენს, მაშინ ხარისხიანი პროდუქტი ექნება. წინააღმდეგ შემთხვევაში, კონკურენციას ვერ გაუძლებს“,-აცხადებს ზვიად მირინაშვილი.

საქართველოდან კონკრეტულად რომელ ქვეყნებს და რა რაოდენობის მოცვი მიეწოდება, შპს „მოცვის“ დამფუძნებელი ამბობს, რომ ამის შესახებ ცნობილი მაისში გახდება.

„ამ ბაზრის სპეციფიკა არ იძლევა იმის თქმის საშუალებას, კონკრეტულად რომელ ქვეყნებს და რა რაოდენობის პროდუქტი მიეწოდება. მოსავლის მიღების შემდეგ მოხდება კლიენტებთან კონტაქტი. ჩვენ უკვე შერჩეული გვყავს პარტნიორების გარკვეული რაოდენობა, გაფორმებული გვაქვს თანამშრომლობის მემორანდუმი, მაგრამ კონკრეტული პირობები და მოცულობები გარკვევა სეზონის მოახლოებისას“,-აცხადებს ზვიად მირიანაშვილი.

რაც შეეხება ქართული მოცვის ევროპულ ბაზარზე ტრანსპორტირებას, პროდუქციის ექსპორტი სატვირთო ავტომობილებით იგეგმება.

25-02-2019

წყარო: bpn

12-03-2019

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობისთვის 620 მილიონი დოლარის მობილიზება უკვე მოხდა

07-05-2019

ბოლო ორ კვირაში საწვავი 10-15 თეთრით გაძვირდა

05-04-2019

„საპარტნიორო ფონდის“ პროექტებიდან მოგებამ 14.8% შეადგინა

29-08-2019

შვედეთის პარლამენტის დელეგაცია თბილისის ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის კრიზისულ ცენტრს ესტუმრენ

29-08-2019

შვედეთის პარლამენტის დელეგაცია თბილისის ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის კრიზისულ ცენტრს ესტუმრენ

12-03-2019

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობისთვის 620 მილიონი დოლარის მობილიზება უკვე მოხდა

07-05-2019

ბოლო ორ კვირაში საწვავი 10-15 თეთრით გაძვირდა

05-04-2019

„საპარტნიორო ფონდის“ პროექტებიდან მოგებამ 14.8% შეადგინა


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ