|
| 1061 |
|---|
ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსი
| ასოციაცია“ ქართული ღვინო“- ს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, 2022 წლის ივნისში, საქართველოში ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსი უკვე მეექვსედ ჩატარდება. კონკურსის მიზანი: მსოფლიოსთვის საუკეთესო ქვევრის ღვინოების წარდგენა (როგორც ქართული ასევე უცხოური); ქვევრის ღვინის წარმოების და მოხმარების ხელის შეწყობა; სხვადასხვა ქვეყანაში წარმოებული ქვევრის ღვინის ცნობადობის ამაღლება კონკურსში მონაწილეობის წინაპირობა: კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ქვევრის* ღვინის მწარმოებლებს, მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან და რეგიონიდან. კონკურსში მონაწილე შეიძლება იყოს: ღვინის საწარმო, ინდივიდუალური მეღვინე, კოოპერატივი ან მეღვინეთა გაერთიანება. კონკურსში მონაწილე კომპანიამ თუ კერძო პირმა ნიმუშები შემდეგი სახით უნდა წარადგინოს:
ბოთლის ეტიკეტი უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
წარდგენილი თითოეული ნიმუში უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
ნიმუშების მოტანამდე საჭიროა რეგისტრაცია გაიაროთ ასოციაცია “ქართული ღვინო”-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.gwa.ge, 2022 წლის 20 მაისამდე. ნიმუშების მიღება: პერიოდი: 16-20 მაისი; 13:00 -დან 17:00 საათამდე; მის: ასოციაცია „ ქართული ღვინოს“ ოფისი– მთაწმინდის ქ. 12, 0108, თბილისი. საკონკურსო ნიმუშების გამოგზავნის ბოლო ვადა არის 2022 წლის 20 მაისი. *ნიმუშები, რომლებიც არ შეესაბამება საკონკურსო წესებს, უკან არ გაიგზავნება. ნიმუშის საფასური და გადახდის მეთოდი: ნიმუშის წარდგენის საფასური შეადგენს 70 ლარს დღგ-ს ჩათვლით. მიმღების სახელი: ააიპ „ ქართული ღვინო“ მიმღები ბანკი: “ ს.ს. „თიბისი ბანკი“ ბანკის კოდი: TBCBGE22 მიმღების ანგარიში: GE62TB7055136080100006 დანიშნულება: ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსის მონაწილეობის საფასური. *საგადახდო დავალება უნდა ატვირთოთ რეგისტრაციის დროს. ნიმუშების მიღება და დასაწყობება: ასოციაცია „ქართული ღვინო“ შეამოწმებს მიღებულ ნიმუშებს და თანდართულ დოკუმენტაციას. წესების დარღვევით წარდგენილი ნიმუშები კონკურსში მონაწილეობას არ მიიღებს. ორგანიზატორების მიერ ნიმუშების შენახვა მოხდება უსაფრთხო ადგილას, ღვინის შენახვის ოპტიმალური პირობების უზრუნველყოფით. ჟიური: საკონკურსო ნიმუშებს გასინჯავს ქართველი და უცხოელი ექსპერტებისგან შემდგარი ჟიური. ჟიურის წევრების რაოდენობა განისაზღვრება მიღებული ნიმუშების რაოდენობით. კომპანიის ანონიმურობა გასინჯვისას დაცული იქნება. ჯილდოები: ჯილდოს დამადასტურებელი დიპლომი გადაეცემა ან გადაეგზავნება სარეგისტრაციო ფურცელში აღნიშნულ საკონტაქტო პირს. შენიშვნა: საპრიზო კატეგორიების შესაბამისი სტიკერების დამზადება მოხდება მხოლოდ ასოციაცია „ქართულ ღვინო“-სთან შეთანხმებით. *ქვევრის ღვინო – ღვინო, რომელიც დადუღებული და დავარგებულია არანაკლებ მისი დაწურვის წლის 31 დეკემბრამდე, სრულ ან ნაწილობრივ ჭაჭაზე.
წყარო: ასოციაცია ქართული ღვინო |

27-04-2022
წყარო: ასოციაცია ქართული ღვინო
|
17-10-2019 ევროპელი ჟურნალისტები საქართველოს შესახებ ვრცელ სტატიებს მოამზადებენ |
|---|
|
06-03-2019 “ქალები ბიზნესში”: ქართულმა კომპანიამ მოგება 7.5%-ით გაზარდა |
|
19-04-2019 ტოკიოში საერთაშორისო გამოფენაზე ქართული ღვინის კომპანიები მონაწილეობენ |
|
09-09-2019 ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტზე სასწავლო კურსის პირველ დღე |