|
| 1067 |
|---|
ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2022
| მე-11 საკონკურსო წელს, „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2022“-ისათვის განაცხადების მიღება დაიწყო წელს ევროკავშირის პრიზის მფლობელები 8 კატეგორიაში გამოვლინდებიან. ა. სტატია ბეჭდურ ან ელექტრონულ მედიაში; ნამუშევრების წარდგენის ბოლო ვადაა: 2022 წლის 1 ნოემბერი, 18:00 საათი. იხილეთ კონკურსში მონაწილეობის წესები და განაცხადის ფორმა . კონკურსის შესახებ ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2012 წელს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ დააარსა. კონკურსი ხელს უწყობს პროფესიონალიზმისა და ჟურნალისტური ეთიკის კოდექსის ნორმების გაღრმავებას ქართულ მედიაში. პრიზების კატეგორიის ჩამონათვალში შედის ევროკავშირის სადამკვირებლო მისიის მიერ დაწესებული სპეციალური პრიზი სამშვიდობო ჟურნალისტიკაში. ჯილდო ხელს უწყობს ჟურნალისტების მიმართ საზოგადოებაში ნდობის გაღრმავებას. კონკურსის წესები ეყრდნობა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პრინციპებს, ემსახურება პროფესიონალიზმისა და ეთიკის ნორმების დამკვიდრების ხელშეწყობას ქართულ ჟურნალისტიკაში.
წყარო: ევროკავშირი საქართველოსთვის |

22-09-2022
წყარო: ევროკავშირი საქართველოსთვის
|
13-05-2019 გუდაურში, კობსა და ბაკურიანში ავტოსადგომების პროექტირებასა და მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა |
|---|
|
11-03-2019 უცხოური ინვესტიციების მოცულობა ბოლო 5 წლის მინიმუმზეა |
|
02-08-2023 B2B გამოფენა 2023 |
|
20-10-2023 STUDY OF THE UNITED STATES INSTITUTES FOR SECONDARY SCHOOL EDUCATORS |