|
| 1846 |
|---|
გუდაურში, კობსა და ბაკურიანში ავტოსადგომების პროექტირებასა და მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა
| გათვლილი ავტოსადგომის პროექტირება და მშენებლობა. ავტოსადგომი გათვლილი იქნება 680 მსუბუქი ავტომობილისთვის, 15 მიკროავტობუსისთვის და ხუთი ავტობუსისთვის. პროექტი ასევე ითვალისწინებს სველი წერტილებისა და კაფეტერიის, თხილამურების გაქირავებისა და შესანახი ოთახების მოწყობას. დაბა გუდაურში დაგეგმილია მრავალფუნქციური ერთდონიანი 200 მანქანაზე და ორ ავტობუსზე გათვლილი ავტოსადგომის მშენებლობა. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სველი წერტილების, თხილამურების გაქირავებისა და შესანახი ოთახების მოწყობაც. ავტოსადგომის მშენებლობა იგეგმება ბაკურიანშიც. ტენდერი გამოცხადდა 1100 ავტომობილზე (მათ შორის, 980 მსუბუქ ავტომანქანაზე, 80 მიკროავტობუსზე და 40 ავტობუსზე) გათვლილი ავტოსადგომის პროექტირება და მშენებლობაზე. პირველ ეტაპზე განხორციელდება პროექტირების სამუშაოები, ხოლო შემდეგ ეტაპზე მშენებლობა. სამივე ავტოსადგომი ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. |

13-05-2019
წყარო: 1tv.ge
|
15-02-2019 საქართველოს დელეგაციის ვიზიტი ქ. მადრიდში საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის წარმოჩენის მიზნით |
|---|
|
11-04-2019 აუდიტი მიიჩნევს, რომ სეს-ს ფაროსანის შემოჭრის საფრთხე 2016 წლამდე უნდა აღმოეჩინა |
|
14-03-2019 საქართველომ რეკორდული რაოდენობის ვაშლის ექსპორტი განახორციელა |
|
15-02-2019 საქართველოს დელეგაციის ვიზიტი ქ. მადრიდში საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის წარმოჩენის მიზნით |