|
1412 |
---|
“რიჟას” ინტერესები “ჯორჯია მანგანეზში” და უკიდურესად საგანგაშო მდგომარეობა ჭიათურაში – ქალაქის თითოეული მოსახლე კიბოთი დაავადების რისკის ქვეშ დგას
უკიდურესად საგანგაშო მდგომარეობა ჭიათურაში და ზესახიფათო კარცეროგენით, მარგანეცით დატვირთული მანქანები, რომლებიც პირდაპირ ქალაქის ცენტრში დადიან-ქალაქის თითოეული მოსახლე კიბოთი დაავადების რისკის ქვეშ დგას. მადანით დატვირთული ავტომანქანების ქალაქში გადაადგილება 2014 წლამდე აკრძალული იყო, თუმცა ჭიათურის საკრებულოს გადაწყვეტილებით მადანისმომპოვებლებს გზა ყველა მიმართულებით გაეხსნათ. დაბინძურებულია მდინარე ყვირილა. ვითარება საგანგაშოა ჭიათურის სოფლებშიც. მადანს ეზიდებიან დასახლებული უბნებიდან, სოფლის საძოვრებიდან, ტყიდან. ჭიათურის დამოუკიდებელი მერობის კანდიდატი ამბობს, რომ ვითარება კატასტროფულია. მიუხედავად იმისა, რომ ჯორჯიან მარგანეზი 2016 წელს 5000 მილიონით გარემოსთვის მიყენებული ზიანის გამო დააჯარიმეს, მუნიციპალიტეტში მაინც არაფერი შეცვლილა. “ჯორჯიან მარგანეზში” კომენტარს არ აკეთებენ, შესაბამისად, უცნობია, რა გააკეთეს ზიანის აღმოსაფხვრელად რადგან 2016 წელს სწორედ ამ მიზნით, კომპანიაში დროებით მმართველად ნიკა ჩიქოვანი დანიშნეს, რომელიც დღემდე თანამდებობაზეა. ჩიქოვანის დანიშვნის შემდეგ, ეკოლოგიური მდგომარეობა არ შეცვლილა, პირიქით, მანგანეზთან შეთანხმებით შეიქმნა საშუამავლო კომპანია ჯიემ ლოჯისტიკი, რომელიც ადგილობრივი კოოპერატორებისგან მადნის ჩაბარებაზე საბუთებს წერს და შემდეგ ამ მადანს ორმაგ ფასში ყიდის. თუ 2016 წელს კერძო მეწარმეები ჯამში 80 ტონა მარგანეცს მოიპოვებდნენ, დღეს ეს რიცხვი 400-მდე გაიზარდა, შესაბამისად გაიზარდა ზიანი და “ჯიემ ლოჯისტიკის” მოგება ათეულ მილიონამდე. |
13-05-2019
წყარო: infonews.ge
07-03-2019 იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში, კვებისა და სასმელების საერთაშორისო გამოფენაზე Foodex Japan 2019, ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა. |
---|
11-03-2019 FAB სკოლა 19 მარტს 3D მოდელირების ტრენინგზე გიწვევთ! |
14-11-2022 ევროპის კოლეჯმა 2023-2024 აკადემიური წლისთვის განაცხადების მიღება დაიწყო — სტიპენდიების მოპოვება საქართველოს მოქალაქეებსაც შეუძლიათ |
08-04-2019 საქართველო დუბაიში გამართულ ყოველწლიურ საინვესტიციო ფორუმზე მეორედ წარდგება |