გააციფრულე და გაზარდე შენი ბიზნესი
ნავიგატორი
989


გააციფრულე და გაზარდე შენი ბიზნესი

ჩვენი საერთაშორისო პარტნიორის - EBRD-ის დახმარებით და ევროკავშირის დაფინანსებით, ვაცხადებთ ახალ პროექტს მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის, რომელიც საშუალებას მოგცემთ სრულყოფილად ჩაერთოთ ელექტრონულ კომერციაში და გაზარდოთ თქვენი ბიზნესი.

რას მოიცავს პროექტი?

  • ონლაინ მაღაზიის შექმნა B2CGE-ის პლატფორმაზე და 1 წელი უფასო სარგებლობა
  • B2CGE-ის კონსულტანტის მხარდაჭერა 1 წლის განმავლობაში
  • მხარდაჭერა ონლაინ მაღაზიის გამართვასა და მესამე მხარეების სერვისების ინტეგრაციაში
  • პროდუქტების დასურათება ონლაინ მაღაზიისთვის
  • ინტენსიური ტრენინგი ციფრულ მარკეტინგის მიმართულებით
  • შეკვეთის დამუშავების პროცესში მხარდაჭერა თბილისის მასშტაბით: პროდუქციის დასაწყობება, შეკვეთის დამუშავება და მიწოდება.


ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება?

პროექტში  მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოში რეგისტრირებულ მცირე და საშუალო ბიზნესებს, რომლებსაც აქვთ ზრდის პოტენციალი და 1 წლიანი ოპერირების ისტორია.


როგორ ხდება პროექტში ჩართვა?

პროექტში კომპანიების ჩართვა ხდება კონკურსის საფუძველზე.

მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ გადახვიდეთ ბმულზე და შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა: www.b2c.ge/appforms.

პროექტში მონაწილეობა ითვალისწინებს მონაწილის მხრიდან ფინანსურ თანამონაწილეობას.

გაციფრულება და ონლაინ ვაჭრობაზე გადასვლა დაგეხმარებათ გაზარდოთ თქვენს პროდუქტზე ხელმისაწვდომობა უფრო ფართო აუდიტორიისთვის, როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო ბაზარზე. რაც მთავარია, სრულფასოვანი ონლაინ მომსახურების შეთავაზებით შეძლებთ სრულად უპასუხოთ მომხმარებლების მოთხოვნებს და თანამედროვე ტენდენციებს.

 


 

წყარო: B2CGE

29-09-2022

წყარო: B2CGE

13-06-2019

საპენსიო სააგენტო მთავარი რისკის ოფიცერს ეძებს

05-04-2019

დღეს საქართველოში საქმიანი ტურიზმის დროა — რას გვთავაზობს შერატონი?

03-05-2019

ელექტროსისტემა: იმერეთის ელექტროგადამცემი ხაზი ავარიულად გამოირთო

29-10-2019

პროგრამაში "დანერგე მომავალი" ცვლილებები შევიდა

29-10-2019

პროგრამაში "დანერგე მომავალი" ცვლილებები შევიდა

13-06-2019

საპენსიო სააგენტო მთავარი რისკის ოფიცერს ეძებს

05-04-2019

დღეს საქართველოში საქმიანი ტურიზმის დროა — რას გვთავაზობს შერატონი?

03-05-2019

ელექტროსისტემა: იმერეთის ელექტროგადამცემი ხაზი ავარიულად გამოირთო


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ