|
| 2140 |
|---|
პროგრამა „ნარჩენების მართვის ტექნოლოგია რეგიონებში“, ფაზა II
| პროგრამა „ნარჩენების მართვის ტექნოლოგია რეგიონებში“, ფაზა II, (USAID WMTR II/ CENN) მეორედ აცხადებს ქაღალდის ნარჩენების სეპარირებული შეგროვების კონკურსს კახეთის, აჭარის, შიდა ქართლისა და თბილისის სკოლებისათვის. ► პირველ ჯერზე, კონკურსს, მოსწავლეების დიდი გამოხმაურება მოჰყვა და მის ფარგლებში 135-მა სკოლამ, ერთი თვის განმავლობაში, მთლიანობში 53,272,3 კგ მაკულატურა შეაგროვა. ► ამჯერადაც, კონკურსში მონაწილეობა შეუძლია მიიღოს ზემოთ აღნიშნული რეგიონების ნებისმიერი სკოლის მაქსიმუმ 5 მოსწავლისა და 1 მასწავლებლისგან შემდგარ გუნდს, რომელსაც სურვილი აქვს,1 თვის განმავლობაში, თავის თემში შეაგროვოს ქაღალდის ნარჩენები და ამით ხელი შეუწყოს ნარჩენების სეპარაციის პრაქტიკის დანერგვას ქვეყანაში. ► კონკურსში ჩართვისათვის დაინტერესებულმა გუნდმა უნდა გაიაროს რეგისტრაცია 17 აპრილამდე შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/2TUyN1z ქაღალდის ნარჩენების შესაგროვებლად გუნდებს დრო 17 მაისამდე ექნებათ. ► 7 გუნდი, რომელიც ყველაზე დიდი რაოდენობის ქაღალდის ნარჩენს შეაგროვებს, მიიღებს საგზურს ბულაჩაურის მწვანე ცენტრის 3 დღიან ეკო ბანაკში, რომელიც დატვირთული იქნება საგანმანათლებლო და შემეცნებითი აქტივობებით. გამარჯვებული გუნდების თითოეულ წევრს კი, Zero effect-ის სასაჩუქრე პაკეტები გადაეცემათ. ♦ დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: mariam.terterashvili@cenn.org |

15-04-2019
წყარო: USAID WMTR II Program
|
17-07-2023 სტიპენდიები გერმანიაში |
|---|
|
29-03-2019 მილიონობით ადამიანი მთელს მსოფლიოში გამორთავს ელექტროენერგიას |
|
20-10-2023 STUDY OF THE UNITED STATES SUMMER INSTITUTE (SUSI) FOR STUDENT LEADERS ON CIVIC ENGAGEMENT |
|
24-02-2019 „ინგლისის ბანკი“ „ოქროს სკანდალში“ კიდევ ერთხელ გაეხვა |