|
| 1516 |
|---|
საგამოძიებო ჟურნალისტიკის ჯილდო, საქართველო 2022
| ევროპის ფონდი აგრძელებს სამოქალაქო მონიტორინგისა და ადვოკატირების ძალისხმევის მხარდაჭერას, საქართველოში ანგარიშვალდებული, გამჭვირვალე და საჭიროებაზე დაფუძნებული საჯარო პოლიტიკის შემუშავების ხელშეწყობისათვის. ამ მიზნით, ფონდი ახორციელებს ინიციატივას - საგამოძიებო ჟურნალისტიკა ცვლილებებისათვის, რომელიც მიმართულია მედიასა და ადვოკატირების ჯგუფებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობისაკენ ცუდი მმართველობის შემთხვევების გამოსავლენად. ინიციატივის ფარგლებში, ფონდმა საქართველოში საგამოძიებო ჟურნალისტიკის ჯილდო დააწესა. აღნიშნული ჯილდო ეფუძნება გლობალური ჟურნალისტური კონკურსის (Global Shining Light Award) პრინციპებს, რომელიც ყოველ ორ წელიწადში ერთხელ იმართება საგამოძიებო ჟურნალისტიკის გლობალური ქსელის მიერ. კონკურსი მიზნად ისახავს იმ ქართველი გამომძიებელი ჟურნალისტების მხარდაჭერასა და წახალისებას, ვისაც მნიშვნელოვანი საკითხების გასაშუქებლად ხშირად სახიფათო და მტრულ გარემოში უწევთ მუშაობა. კონკურსი გამოავლენს და დააჯილდოვებს იმ ჟურნალისტებს და მედია საშუალებებს, რომლებმაც გამოააშკარავეს სიმართლე და, ამავდროულად, ბიძგი მისცეს ფართო საზოგადოებრივ მობილიზაციას პასუხისმგებელი პირების ანგარიშვალდებულების მოთხოვნით, ან მიაღწიეს სხვა ხელშესახებ ცვლილებას საქართველოს მოქალაქეთა საკეთილდღეოდ. ამ მიზნით, ევროპის ფონდი იწვევს ჟურნალისტებს და მედია საშუალებებს, ჯილდოზე წარადგინონ მათ მიერ მომზადებული საგამოძიებო სიუჟეტები, რომლებიც 2021 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 30 სექტემბრამდე პერიოდში გამოქვეყნდა. დეტალური ინფორმაციისათვის, გაეცანით განცხადების სრულ ტექსტს.
წყარო: ევროპის ფონდი |

07-10-2022
წყარო: ევროპის ფონდი
|
03-04-2019 ლევან დავითაშვილი ტაილანდის სამეფოს დელეგაციის წევრებს შეხვდა |
|---|
|
23-06-2023 საერთაშორისო გამოფენა - US PRIVATE LABEL TRADE SHOW |
|
15-02-2019 კომპანია „ფერი“ კახეთში და ონში 365 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ჰესების კასკადის მშენებლობას გეგმავს |
|
07-05-2019 ცქიტიშვილი: ზუგდიდი-ანაკლიის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა ივლისში დასრულდება |