2018 წელს საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 3 მილიარდი ლარით გაიზარდა
ნავიგატორი
2537

2018 წელს საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 3 მილიარდი ლარით გაიზარდა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, 2018 წელს ქვეყნის მთლიანმა საგარეო ვალმა 17.8 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

2018 წლის მეოთხე კვარტალში მთლიანი საგარეო ვალი 533.3 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა.

სახელმწიფო საგარეო ვალმა 2018 წელს 19.9 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის 45.8%-ია.

ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, სახელმწიფოს საგარეო ვალი თითქმის 114%-ით გაიზარდა.

სახელმწიფო ვალის მაჩვენებლები წლების მიხედვით:

2013 - 9.3 მილიარდი ლარი, მშპ-ის 34.7%

2014 - 10.4 მილიარდი ლარი, მშპ-ის 35.6%

2015 - 13.2 მილიარდი ლარი, მშპ-ის 41.4%

2016 - 15.1 მილიარდი ლარი, მშპ-ის 44.4%

2017 - 16.9 მილიარდი ლარი, მშპ-ის 44.6%

2018 - 19.9 მილიარდი ლარი, მშპ-ის 45.8%

საქართველოში მოქმედებს ორგანული კანონი ეკონომიკური თავისუფლების შესახებ, რომლის მიხედვითაც, მშპ-სთან მიმართებით ვალმა 60%-ს არ უნდა გადააჭარბოს, ეს კი ნიშნავს, რომ მთავრობას მომდევნო წლების განმავლობაში თავისუფლად შეუძლია დამატებითი ვალების აღება.

02-04-2019

წყარო: tabula.ge

25-03-2019

საპენსიო სააგენტო საინვესტიციო საბჭოს წევრებს ეძებს - ხელფასი $60,000 დოლარია

01-11-2022

ბუნებრივი ღვინის ფესტივალი „ამერიმერი“ ამერს და იმერს უმასპინძლებს

24-06-2019

Fuckup Nights Tbilisi vol. 14 | English Edition

11-04-2019

თიბისი უზბეკეთის გადახდის პლატფორმა Payme-ს ყიდულობს

სიახლეების გამოწერა

Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ