|
| 1894 |
|---|
კერძო სექტორი, საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის დეტალებს გაეცნო
| საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა, მონაწილეობა მიიღო სამუშაო შეხვედრაში, რომელზეც კერძო სექტორის წარმომადგენლებმა საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის შესახებ მიიღეს ინფორმაცია. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით გამართულ შეხვედრაზე, ახალი პროგრამის დეტალები მეწარმეებს, მინისტრმა გიორგი ქობულიამ გააცნო. საკრედიტო-საგარანტიო სქემა გულისხმობს ისეთი სიცოცხლისუნარიანი მცირე და საშუალო საწარმოებისთვის საკრედიტო გარანტიის გაცემას, რომელთაც არ აქვთ შესაძლებლობა დააკმაყოფილონ სესხის უზრუნველყოფაზე არსებული მოთხოვნები. ამ მიზნით, მიმდინარე წლის ბიუჯეტში 20 მილიონი ლარია გათვალისწინებული. 1/04/2019 |

02-04-2019
წყარო: gcci
|
15-04-2019 ფერმა, რომელიც დედაქალაქს ფრინველის ხორცით ამარაგებს, თევზის ფესტივალი ბათუმში და გიორგი ალადაშვილის ბიოდინამიური მეურნეობა |
|---|
|
22-03-2019 გერმანიის ხელისუფლება ყოფილი კანცლერებისა და პრეზიდენტების პენსიას გადახედავს |
|
24-04-2019 „ეს წალკაა“ პროექტის ფარგლებში წალკის სოფლებში სათემო მობილიზაციის პირველი შეხვედრები იგეგმება |
|
12-09-2022 მოწვევა საგამოძიებო ჟურნალისტიკის და ციფრული უსაფრთხოების ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად |