26-28 ოქტომბერს საერთაშორისო საინვესტიციო კონფერენცია გაიმართება
ნავიგატორი
1065

26-28 ოქტომბერს საერთაშორისო საინვესტიციო კონფერენცია გაიმართება

26-28 ოქტომბერს „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ განახლებადი ენერგიის საერთაშორისო საინვესტიციო კონფერენცია გაიმართება, რომელსაც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) უმასპინძლებს.  კონფერენციის მიზანია განახლებადი ენერგიის სექტორისადმი ინვესტორების ინტერესის გაზრდა და ახალი ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა. კონფერენციას გახსნიან სემეკის თავმჯდომარე, დავით ნარმანია და  სხვა მოწვეული სტუმრები.

კონფერენციის ორგანიზატორები არიან ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭოს (CEER) პროექტი - ევროკავშირი ენერგეტიკისთვის EU4Energy და ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონული ასოციაცია (ERRA). კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს 30-მდე ქვეყნის წარმომადგენელი.

სამდღიანი კონფერენციის ფარგლებში გაიმართება მაღალი დონის დისკუსიები სხვადასხვა ქვეყნებში განახლებადი ენერგიის პოლიტიკისა და განახლებადი ენერგიის საინვესტიციო კლიმატის შესახებ. კონფერენციის მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა ინვესტორებს წარუდგინონ განახლებადი ენერგიის პოტენციური საინვესტიციო პროექტები. კონფერენციის მესამე დღე მიეძღვნება სემეკის 25 წლის იუბილეს.

წყარო: https://commersant.ge/

25-10-2022

წყარო: საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია

02-05-2019

გალფმა სოლიდარობის ფონდში 77 880 ლარი გადარიცხა

26-02-2019

მეორადი საბურავების, ჯართის და მარტივად აალებადი ნივთიერების განთავსება და რეალიზაციის წესების დარღვევა დასჯადი ხდება

13-06-2019

ცქიტიშვილი: სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან ანაკლიის პორტის თემაზე აქცენტი არ ნიშნავს, რომ აქ პრობლემა უნდა ვეძებოთ

22-03-2019

პარლამენტის რეგლამენტის 100 დღე

სიახლეების გამოწერა

Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ