აკადემიური სტატიების კონკურსი ახალგაზრდა მკვლევრებისთვის
ნავიგატორი
1231


აკადემიური სტატიების კონკურსი ახალგაზრდა მკვლევრებისთვის

"სოციალური სამართლიანობის ცენტრი" აცხადებს ნახევრად აკადემიური სტატიების კონკურსს ახალგაზრდა მკვლევრებისთვის სოციალური, პოლიტიკური, ისტორიის, ანთროპოლოგიის და სამართლის მეცნიერებიდან.

სტატიები არადომინანტური ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების ისტორიის, ექსკლუზიის და ყოფის უმნიშვნელოვანეს საკითხებს უნდა უკავშირდებოდეს და მოიცავდეს ისეთ საკითხებს როგორიცაა:

** ჯავახეთის რეგიონთან დაკავშირებული დომინანტური პერსპექტივები და მათი კრიტიკა;
** 90-იან წლების კონფლიქტური გამოცდილებები ქვემო ქართლში და მისი მეხსიერება;
** წალკაში მცხოვრები ეკომიგრანტების ყოფისა და თანაცხოვრების საკითხები;
** მუსლიმი მესხების იდენტობა, ყოფა და საჭიროებები.

სტატიის ავტორმა/ავტორთა ჯგუფმა უნდა მოამზადოს ნახევრად აკადემიური სტატია (8-10 გვ), რომელიც სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიერ რედაქტირდება, ითარგმნება ინგლისურად და განთავსდება მის ვებ-გვერდზე და სოციალურ ქსელებში.

მთლიანობაში სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიერ მხარდაჭერილი იქნება 4 სტატიის მომზადება. სტატიის მომზადების პროცესში მკვლევრებს აკადემიურ მხარდაჭერას სოციალური სამართლიანობის ცენტრის თანამშრომლები გაუწევენ.

სტატიის ავტორებმა/ავტორთმა ჯგუფმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

** სტატიის განაცხადი (კვლევის მიზანი, კვლევის ჰოპოთეზა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) კვლევის მეთოდოლოგია, რელევანტური თეორიული ჩარჩოს მიმოხილვა, );
** სტატიის მომზადების გეგმა;
** მკვლევრის/მკვლევართა ჯგუფის ავტობიოგრაფია, სადაც მათი კვლევითი გამოცდილება იქნება ასახული;
** რეკომენდატორები (მინიმუმ ორი რეკომენდატორის ვინაობა და საკონტაქტო ინფორმაცია.

თითოეული სტატიის მომზადებისთვის გათვალისწინებული ბიუჯეტია 600 გირვანქა სტერლინგი. ორგანიზაციის მიერ ცალკე იქნება მხარდაჭერილი სტატიის მომზადებისთვის საჭირო საველე სამუშაოების ხარჯი.

სტატიის მომზადების სამუშაო პროცესი დაიწყება 20 ნოემბერს. კვლევასა და სტატიაზე მუშაობის პერიოდი მთლიანობაში მოიცავს 10 კვირას.

აღნიშნული სამუშაოების ჩატარება დაგეგმილია ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის (IWPR) მიერ მხარდაჭერილი პროექტის" მედეგობის გაძლიერება აღმოსავლეთ სამეზობლოში" ფარგლებში.

მოთხოვნილი დოკუმენტების გამოგზავნის ბოლო ვადაა 10 ნოემბერი, 2022 წელი. არასრულად წარმოდგენილი დოკუმენტები არ განიხილება.

დამატებითი ინფორმაციისთვის ან კითხვების არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ:

ელ-ფოსტა: jobs@socialjustice.org.ge
ვებგვერდი: https://socialjustice.org.ge
FB: https://www.facebook.com/socialjustice.org.ge

 


 

წყარო: https://www.jobs.ge/

27-10-2022

წყარო: სოციალური სამართლიანობის ცენტრი

15-03-2019

მამუკა ბახტაძე: ბიზნესის კეთების რეიტინგში საქართველო მსოფლიოში - მე-6, ხოლო ევროპაში პირველ ადგილზეა

20-01-2023

ჩინეთის სასტიპენდიო პროგრამა 2023-2024

31-05-2019

აპრილში საქართველოს ეკონომიკა 5.1%-ით გაიზარდა

26-02-2019

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ნახევარფაბრიკატების მწარმოებელს საწარმოო პროცესი შეუჩერა

26-02-2019

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ნახევარფაბრიკატების მწარმოებელს საწარმოო პროცესი შეუჩერა

15-03-2019

მამუკა ბახტაძე: ბიზნესის კეთების რეიტინგში საქართველო მსოფლიოში - მე-6, ხოლო ევროპაში პირველ ადგილზეა

20-01-2023

ჩინეთის სასტიპენდიო პროგრამა 2023-2024

31-05-2019

აპრილში საქართველოს ეკონომიკა 5.1%-ით გაიზარდა


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ